ავთანდილ ბერიძე

ავთანდილ ბერიძე

აჭარის რეგ. ხელმძღვანელი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის აჭარის რეგიონალური ხელმძღვანელი. ავთანდილ ბერიძემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.

1988-2008 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის ბავშვთა სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარ ექიმად. 2008 წლიდან მუშაობს შ.პ.ს. “ულტრადენტ +“-ის კლინიკურ ხელმძღვანელად.

პროფესიული აქტივობები

1991-2013 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში.

მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში.