შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის სტომატოლოგიურ კლინიკებს, აქვს სავალდებულო ვალდებულება მოაწესრიგოს პერსონალის მონაცემები და წარადგინოს წლიური სტატისტიკური ანგარიში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ელექტრონულ სისტემაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის N01-26/ნ ბრძანების თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია:
-
3 სამუშაო დღის ვადაში ასახოს პერსონალში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება ( თანამშრომლის მიღება, წასვლა, მონაცემთა ცვლილება) ელექტრონულ მოდულში – „სისტემის მომხმარებლები“.
მოდულში „სისტემის მომხმარებლები“ სრულად უნდა აისახოს მიმდინარე პერსონალი.
წლიური სტატისტიკური ანგარიშგება:
-
-
მოდულში „სამედიცინო სტატისტიკა“ უნდა შეივსოს წლიური ანგარიში 2026 წლის 27 თებერვლამდე.
-
შევსებისას დაგჭირდებათ: ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი და იმ პიროვნების პირადი ნომერი, ვინც ახორციელებს სტატისტიკური მონაცემების შეტანას.
-
📞 საკონტაქტო და დამხმარე ინფორმაცია
კითხვების შემთხვევაში ან ტექნიკური დახმარებისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს:
-
ტელეფონი: 032 2 192464 (შიდა ნომერი: 1616)
-
საკანონმდებლო ბაზა და მოდულები: ncdcportal.moh.gov.ge
