ვაქცინაცია და სკრინინგი შპს „იუჯი რეავიტა დენტისგან“

 ვაქცინაცია და სკრინინგი „იუჯი რეავიტა დენტში“ –  გრიპის სეზონურ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია სამედიცინო პრაქტიკული სწავლების სტუდენტებისა და ჯანდაცვის პერსონალისთვის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანების მიხედვით ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხით  განსაზღვრული პირებისთვის. გარდა სეზონური გრიპის აცრისა, კლინიკაში ტარდება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და  C ჰეპატიტის სკრინინგი.

“იუჯი რეავიტა დენტი” არის საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას ექიმი- ლექტორების ზედამხედველობის ქვეშ.

კლინიკას აქვს არა მარტო სამკურნალო-პროფილაქტიკური სტომატოლოგიური სერვისების მიწოდების ფუნქცია, არამედ ასევე წარმოადგენს სამეცნიერო-სასწავლო-კვლევით საუნივერსიტეტო ბაზას.

სტომატოლოგიური მომსახურების გარდა, კლინიკა ახორციელებს ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და იმუნიზაციის სერვისების მიწოდებას.

კლინიკის მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77ა.

ელ.ფოსტა: ugdent@ug.edu.ge

ტელეფონი: 571 55 00 22

ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი- მთ. ექთანი ირინა ავალიშვილი, ტელეფონი:599 47 85 55