პერსონალური მონაცემების დაცვის სერვისი და იურიდიული მომსახურება Professional Legal Solutions-ისგან

შპს „ფროფეშენალ ლეგალ სოლუშენს“ წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია 15 წლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური პროფესიონალებისგან. გუნდის მიზანია საკუთარი ცოდნა მოარგოს თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.

კომპანია მზადაა, იყოს თქვენი მეგზური და გაგიწიოთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე შემდეგი მიმართულებით:

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი;
  • მონაცემთა უსაფრთხოების (ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები) აუდიტი;
  • აუდიტის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესაბამისად გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით;
  • ორგანიზაციის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაცვის საკითხებზე;
  • ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაცვის სტანდარტული პროცედურების დადგენა;
  • ორგანიზაციაში პერსონალური მონაცემების დამუშავების/დაცვის საკითხებზე ხშირად გამოსაყენებელი დოკუმენტების დრაფტების (შაბლონები) მომზადება;
  • მონაცემთა უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებზე საკონსულტაციო/სარეკომენდაციო მომსახურება;
  • კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი წერილობითი დოკუმენტების მომზადება (ვიდეომონიტორინგი, აუდიომონიტორინგი, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება, წერილობითი შეთანხმების დოკუმენტები დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, თანადამმუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრის შესახებ, ზეგავლენის შეფასება, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტები);
  • ინციდენტების აღმოჩენის, აღრიცხვისა და სამსახურისთვის შეტყობინების შიდაორგანიზაციული პროცედურების განსაზღვრა;
  • ინციდენტების შეფასება/შკალირება შესაბამისი ინციდენტების სამსახურისთვის და მონაცემთა სუბიექტისათვის შეტყობინების მიზნით;
  • თანამშრომელთა თემატური ტრენინგი/გადამზადება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება;
  • უწყვეტი თემატური კონსულტაცია.

კორპორატიულ და კომერციულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხები:

  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება/გადახედვა/ანალიზი;
  • ნებისმიერი სამართლებირვი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაცია/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია და შესაბამისი კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება ბიზნეს საქმიანობაში და მათი გადაწყვეტის ეფექტური გზების შეთავაზება;
  • ნებისმიერი (მათ შორის საერთაშორისო) ტრანზაქციის სამართლებრივი აუდიტი და შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;
  • სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  • უწყვეტი თემატური კონსულტაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

✉️ info@legalsolutions.ge

☏ 995 599 188842

LinkedIn

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრები სარგებლობენ სპეციალური პირობებით და ფასდაკლებით!