სპეციალური შეთავაზება პეროსნალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სერვისებსა და ტრენინგებზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებისთვის
2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ინტენსიური მუშაობისა და განხილვების შემდეგ, მიიღო ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონი ემსახურება საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას, რისთვისაც სამაგალითო რეგულაციას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაცია – GDPR წარმოადგენს.
რაც შეეხება 2024 წელს, ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ 2024 წლის 1 მარტიდან შევა ახალი კანონი ძალაში, დაიწყება მისი პრაქტიკაში იმპლემენტაცია, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია უამრავი ახალი ვალდებულებისა და მექანიზმის ამოქმედებასთან.
იურიდიული კომპანია Contractor-ი გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, კერძოდ:
- აუთსორსინგული მომსახურება
2024 წლის 01 მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომლის თანახმად, კომპანიებს წარმოეშობათ ახალი ვალდებულებები, კერძოდ, ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
- სამედიცინო დაწესებულება
- საჯარო დაწესებულება
- სადაზღვევო ორგანიზაცია
- კომერციული ბანკი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
- საკრედიტო ბიურო
- ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია
- ავიაკომპანია
- აეროპორტი
- აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი /დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი , რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს
შენიშვნა: ზემოხსენებული ნუსხა კიდევ უფრო დაკონკრეტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით.
იურიდიული კომპანია Contractor, მრავალწლიანი პრაქტიკოსი იურისტების ჩართულობით გთავაზობთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის“ მომსახურებას, ასევე პერსონალური მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მხარდაჭერას (იხ. თანდართული პრეზენტაცია).
ზემოხსენებულ მომსახურებაზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრ კომპანიებს ვთავაზობთ 25%-მდე ფასდაკლებას.
- DPO სასერთიფიკატო კურსი
იურიდიული კომპანია Contractor, მოწვეული ტრენერების (რომლებიც უმაღლესი კვალიფიკაციის მქონდე ექსპერტები) ჩართულობით გთავაზობთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის” სასერტიფიკატო კურსს:
- ხანგრძლივობა:3 თვე
- ტრენერები:კახაბერ გოშაძე, ჯონი ჩონიაძე, არჩილ ჯაველიძე, დავით ყარაშვილი
- საფასური:3000 ლარი (მოიცავს გადასახადებს)
- დაწყების თარიღი:2024 წლის 1 მარტი
- დღეები:ორშაბათი – ხუთშაბათი (პირველი შეხვედრა ჩატარდება პარასკევს)
- ტრენინგის დაწყების დრო: საღამოს 19:30 საათი
- ჩატარების ფორმატი: თბილისი, ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”
- სილაბუსი: იხ. თანდართული დოკუმენტი
DPO სასერტიფიკატო კურსზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრ კომპანიებს ვთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას.
იხილეთ სილაბუსი – სილაბუსი DPO
- Express ტრენინგი
იურიდიული კომპანია Contractor, მოწვეული ტრენერების (რომლებიც უმაღლესი კვალიფიკაციის მქონდე ექსპერტები) ჩართულობით გთავაზობთ ექსპრეს ტრენინგს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ სიახლეებზე.
- შეხვედრების რაოდენობა:5 შეხვედრა
- ტრენერები: კახაბერ გოშაძე, ჯონი ჩონიაძე, არჩილ ჯაველიძე, დავით ყარაშვილი
- საფასური: 675₾ (მოიცავს გადასახადებს)
- დაწყების თარიღი:2024 წლის 4 მარტი
- დღეები:ორშაბათი-ოთხშაბათი
- ტრენინგის დაწყების დრო:საღამოს 19:30 საათი
- ჩატარების ფორმატი:თბილისი, ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”
ექსპრეს ტრენინგზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრ კომპანიებს ვთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას.
იხილეთ სრულად – ექსპრეს ტრენინგი