დენსი

„დენსი“-ს სათაო ოფისი დაარსდა 1998  წლის 23 ნოემბერს. დღეს საქართველოში წარმოდგენილია ექვსი ფილიალით და ითვლის 200-მდე თანამშრომელს.

მოიცავს ორ მიმართულებას, სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას.

ჩვენი  მიზანია  საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის.

კლინიკას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება იმპლანტაციაში.  ასევე დაინერგა, სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგია. რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერების და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვა. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და  იდეალური სიზუსტით. პაციენტებისათვის კი ეს ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს მათ პირად დროს.

მთელ ქსელში დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი. ყველა ინსტრუმენტი გადის მაღალი დონის ქიმიურ დეზინფექციას, შემდგომ იფუთება ერთჯერად პაკეტებში და სტერილდება მეხუთე თაობის ავტოკლავით. თითოეული პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მკურნალობამდე იხსნება სტერილური პაკეტი.

კოსმეტოლოგიური განყოფილება მომხმარებელს თავაზობს: კანის წმენდის, სახის კოსმეტიკური მასაჟის, ქიმიური პილინგის, მეზოთერაპიის, პლაზმოლიფტინგის, ბიორევიტალიზაციის, ბიო და ელექტრო ეპილაციის, წარბების კორექციის პროცედურებს, ასევე ფილერის გამოყენებას.

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსი“-ს გააჩნია თავისი სატექნიკო ლაბორატორია, უახლესი აპარატურით. რაც განაპირობებს  სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი სატექნიკო სამუშაოების დამზადებას უმოკლეს დროში.

მისამართები:

ქ.თბილისი, ყიფშიძის N: 2ბ, ტელ: 0322 599 599; 599 04 73 73.

ქ. თბილისი, ფანჯიკიძეს N22 (მწვანე ბუდაბეშტი)   ტელ: 0322 599 599; 599 04 73 73

ქ.რუსთავი, კოსტავას N:11 ტელ: 0341 25 57 55; 599 87 68 68.

ქ.რუსთავი შარტავას N:17 ტელ: 0341 28 54 55; 595 01 66 00.

ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის N:46, ტელ: 0372 22 30 08; 593 69 70 87.

ქ. მარნეული, რუსთაველის N: 3, ტელ: 558 80 88 66.