2025 წლის 11-12 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი გაიმართება.
წინასწარი პროგრამა
11 ივლისი, 2025
10:00-14:00
იატროგენული შეცდომებისა და პერსისტენტული ინფექციების მართვა ენდოდონტიაში
სპიროს ფლორატოსი, სტომატოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საბერძნეთი
ენდოდონტიურ პრაქტიკაში სირთულეები ხშირია და მათი მართვა განსაზღვრავს მკურნალობის საბოლოო შედეგს. გართულებები, როგორიცაა იატროგენული პერფორაცია, საფეხურის ფორმირება, არხის ბლოკადა, ინსტრუმენტის ჩატეხვა ან არანამკურნალები არხები, ხშირად იწვევს როგორც ექიმის, ისე პაციენტის იმედგაცრუებას. მათი პრევენცია და მართვა ეფუძნება დიაგნოსტიკურ სიზუსტეს, გამოცდილებასა და თანამედროვე მიდგომებს. 
ლექციის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა იატროგენული და პროცედურული შეცდომების დიაგნოსტიკასა და მართვის მეთოდებს, ასევე განიხილება რთული კლინიკური შემთხვევები წარუმატებელი ენდოდონტიური მკურნალობისა და პერსისტენტული პერირადიკულური პათოლოგიების ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქირურგიულ ენდოდონტიურ ჩარევებს, როგორც გამოსავლის ალტერნატივას იმ შემთხვევებში, როდესაც არაქირურგიული მეთოდები საკმარისად ეფექტური არ არის.
სპიროს ფლორატოსს ეკუთვნის თავი წიგნში Endodontic-Periodontal Lesions (გამომცემლები: Tsesis & Rosen, 2019). მისი კლინიკური შემთხვევები შესულია ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებში, როგორიცაა Pathways of the Pulp და Ingle’s Endodontics.
14:00-15:00 შესვენება
15:00 ენდოდონტიის ახალი სახელმძღვანელოს (ორტომეულის) პრეზენტაცია
15:30 გენერალური სპონსორის წარდგენა – მარიამ ქურციკიძე
15:40-17:40 გართულებების მენეჯმენტი პაროდონტოლოგიაში და იმპლანტოლოგიაში 1 კლინიკური შემთხვევის მაგალითზე
თეა ნაცვლიშვილი, პარდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, რომის უნივერსიტეტი „საპიენცას“ მაგისტრი პაროდონტოლოგიაში. ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელ-ლი.
17:40-18:40 Hands-On: საღეჭი კბილების რესტავრაციის ძირითადი პრინციპები
საღეჭი კბილების ანატომიის და არტიკულაციის საკვანძო საკითხები კბილის ჰისტოლოგიური შენება და მისი გამოყენება ბიომიმეტიკური რესტავრაციის დაგეგმვის დროს ადჰეზიური სისტემის შერჩევა. ანაბეჭდის გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები. საანაბეჭდო მასალის შერჩევა და გამოყენების პროტოკოლი
მარიამ ქურციკიძე, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ თერაპევტი სტომატოლოგი.
ნინო ნებიერიძე, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ თერაპევტი სტომატოლოგი.
12 ივლისი
10:00
ენდოდონტიური მკურნალობის მინიმიზაციის ზღვარი – კბილის სიცოცხლის გახანგრძლივების სტრატეგია
პროფ. ეუჯენიო პედულა — კატანიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იტალია
12:00 შესვენება
12:30 პრეპარირების დილემა: ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური? კლინიკური გამოცდილება და თანამედროვე ტენდენციები
ზურაბ იაკობიშვილი – ორთოპედი სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედიულ სტომატოლოგიაში Advanced Dental Education (ADE)-ის ტრენერი საქართველოში; სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ორთოპედი სტომატოლოგი
14:30 პუბერტატის ფაზაში მიმდინარე თირკმლისხვრივი, რესპირატორული და ჰემატოლოგიური ცვლილებების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის მდგომარეობაზე
ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
15:30 ლექცია და Hands-on კურსი ყველა მონაწილისთვის: ფესვის არხის საბჟენი მასალები: ოპტიმალური არჩევანი რთულ ენდოდონტიურ შემთხვევებში
სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
პროგრამა აკრედიტებულია. მინიჭებული აქვს 4 უპგ ქულა.
რეგისტრაცია
მონაწილეობის ღირებულება:
- 430 ლარი (წევრებისთვის)
- 580 ლარი (არაწევრებისთვის)
- 270 ლარი (სტუდენტისთვის)
25 ივნისის შემდეგ რეგისტრირებული მსმენელებისთვის
ფასი:
- 530 ლარი (წევრებისთვის)
- 680 ლარი (არაწევრებისთვის)
- 290 ლარი (სტუდენტისთვის)
სერტიფიკატები გაიცემა ონლაინ. რეგისტრაცია გულისხმობს კონფერენციის მონაწილეობის საფასურის გადახდას.
საბანკო რეკვიზიტები:
- ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
- “თიბისი” ბანკი
- ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
- საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
- დანიშნულება: სახელი /გვარი -ის კონგრესში მონაწილეობის საფასური
საკონტაქტო ინფორმაცია:
+ 0322 30 97 11
+ 995 595 53 23 53
ელფოსტა: info@gsa.ge
