GIDS 2026 – საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა

2026 წლის 29-30-31 მაისს, ჰუალნიგ თბილისის ზღვის პლაზაში ჩატარდება GIDS 2026 – საქართველოს საერთაშორისო სტომატოლოგიური გამოფენა. სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026 – სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა ერთ სივრცეში.

ღონისძიება FDI-ERO-ის მხარდაჭერით ტარდება და მას ამ ორგანიზიების საპატიო სტუმრები – მისი პრეზიდენტები დაესწრებიან. სამედიცინო მასალების, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წინასწარი პროგრამა (განახლებადი)

სხვადასხვა სექციაში, მოხსენებებით წარსდგებიან:

BIO-NECK კონცეფცია – ახალი ხედვა იმპლანტოლოგიაში – რობერტ ფრომენტალი (ლიონი, საფრანგეთი) პერიოდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი სტომატოლოგი

პაციენტის მედიკამენტური ისტორია და სტომატოლოგიური რისკები – ქეთევან გოგილაშვილი

‘პირის ღრუს დაავადებების მართვა ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიო- და რადიო თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ კბილის მაგარი ქსოვილების მინერალიზაცია თანამედროვე მეთოდებით – სოფო სამხარაძე

ციფრული დაგეგმვიდან კლინიკურ შედეგამდე: ელაინერებით მკურნალობის ბიომექანიკა. – ნინო ბერიძე

შესაძლო კომპრომისები ორთოდონტიული მკურნალობის დროს: არაქირურგიული მართვა ქირურგიული ინტერვენციის ნაცვლად. – თამარ კუბლაშვილი

ფუნქციური მატრიცის მნიშვნელობა ორთოდონტიული მკურნალობის დროს.- თამარ თოფურია

აქტიური, პასიური და ორმაგი აქტივაციის თვითლიგირებადი ბრეკეტები, რკალების თანამიმდევორბა ეფექტური ორთოდონტიული მკურნალობისათვის – გვანცა დოლიძე

ჰორიზონტალური პრეპარირება: ციფრული სამუშაო პროცესი და თანამედროვე მიდგომები – ზურაბ იაკობიშვილი

სარძევე კბილების ენდოდონტია დღეს: გამოწვევები და თანამედროვე კონცეფციები. – ელენე ხარაშვილი

ღრძილის რეცესიის მკურნალობა და შორეული შედეგების მიმოხილვა – თეა ნაცვლიშვილი

დაუყოვნებელი იმპლანტაცია დაუყოვნებელი დატვირთვით. – პავლე ხუჯაძე

BOPT (ბიოლოგიურად ორიენტირებული პრეპარირების ტექნიკა) – 8-წლიანი კლინიკური გამოცდილების გაზიარება. – თენგო ბინიაშვილი

დენტალური ფოტოგრაფიის როლი ექიმის ყოველდღიურ პრაქტიკაში – ნათია ჯანელიძე

ერთეული ფერშეცვლილი (დისქოლორიზებული) კბილების მენეჯმენტი პირდაპირი რესტავრაციის გზით. – თეა ჩუბინიძე

ენდოდონტიური პრაქტიკის პროფესიული დებატები: ხშირად დაშვებული შეცდომები, გართულებები და მართვის სტრატეგიები. – ნინი ნებიერიძე  და მარიამ ქურციკიძე

კბილის ყელის არაკარიესული დაზიანებები – ეტიოლოგიიდან მკურნალობამდე – ნანა ვასაძე

პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკა (პირველადი და მეორეული პრევენცია) – სალომე ჯმუხაძე

კლინიკის სტრატეგიის როლი პაროდონტის დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებაში – ნატა აბულაძე

სექცია ქართული და ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის

სოფო სამხარაძე – სტომატოლოგიური ჩარევების დაგეგმვა და მართვა ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში

ზურაბ იაკობიშვილი – ჰორიზონტალური პრეპარირება ციფრულ ეპიქაში: დაგეგმვა, ნავიგაცია და კლინიკური შესრულება.

ელენე ხარაშვილი – პრევენციული სტომატოლოგია ბავშვთა ასაკში: მნიშვნელობა და აუცილებლობა

თეა ნაცვლიშვილი – Clinical Practice Guidelines from European Federation of Periodontology

ლიკა გოგილაშვილი – პაროდონტის ქსოვილების ანატომიურ-ფუნქციური თავისებურებები და პრევენციული მნიშვნელობა

მარიამ ხარძიანი – Personalized Oral Hygiene Instruction in Everyday Practice

დასწრება თავისუფალია, რეგისტრაცია – სავალდებულო

სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026
Please enable JavaScript in your browser to complete this form.