ქუთაისში პირველადი დახმარების საკითხებზე კონფერენცია ჩატარდა

2024 წლის 23 თებერვალს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, პირველადი დახმარების ცენტრთან თანამშრომლობით, გამართა კონფერენცია თემაზე: „პირველადი დახმარების მნიშვნელობა და გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიაში“. ღონისძიებამ ექიმ-სტომატოლოგებს შესაძლებლობა მისცა, აემაღლებინათ კვალიფიკაცია და მიეღოთ უწყვეტი პროფესიული განვითარების 6 ქულა.

კონფერენცია სპეციალურად იმ ექიმებისთვის დაიგეგმა, რომლებსაც უწყვეტი განათლების ქულების დასაგროვებლად პირველადი დახმარების ტრენინგის გავლა ესაჭიროებოდათ.