Erasmus+ (HEAL) პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის თემაზე ვებინარები ჩატარდება

2025 წლის 30 ოქტომბერსა და 6 ნოემბერში, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ – ფარგლებში, სტომატოლოგებისთვის ორი მნიშვნელოვანი ვებინარი გაიმართება.

ვებინარი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირის ღრუს მოვლის თავისებურებები“

  • თარიღი: 2025 წლის 30 ოქტომბერი
  • მომხსენებლები:
    • თენგიზ ლობჟანიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
    • თამთა ჩიქობავა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი)
ვებინარზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://us02web.zoom.us/…/register/hMaGbFCLQV2qrf2lX0VwZw
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ მეილზე მიიღებთ შეტყობინებას ვებინარზე დასასწრები ბმულით.
დასწრება უფასოა.

ვებინარი: „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი“

 

  • თარიღი: 2025 წლის 6 ნოემბერი
  • მომხსენებლები:
    • სოფიო სამხარაძე (ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი)
    • მარიკა ზურმუხტაშვილი (ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი)

ვებინარზე დასწრება არის უფასო.

ვებინარზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენ მიერ მითითებულ მეილზე მიიღებთ შეტყობინებას ვებინარზე დასასწრები ბმულით.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/