სასწავლო პროგრამა: „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია: პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კლინიკური პროტოკოლები“
აკრედიტაციის ნომერი: 1165
მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების ექიმებისთვის:
- თერაპიული სტომატოლოგია
- ორთოპედიული სტომატოლოგია
- ორთოდონტია
- ყბა-სახის ქირურგია
- ქირურგიული სტომატოლოგია
- ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია
- ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია
- ზოგადი პროფილის სტომატოლოგია
აქტივობის განმახორციელებელი დაწესებულებები:
- ააიპ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
- ევროპის უნივერსიტეტი
სასწავლო პროგრამის შესახებ:
სასწავლო პროგრამის მიზანია, მსმენელებმა აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეისწავლონ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები. კურსის ფარგლებში დეტალურად იქნება განხილული სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობის მქონე პაციენტების (მაგ.: აუტისტური სპექტრის, ცერებრული დამბლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ონკოლოგიური პაციენტების და სხვ.) სტომატოლოგიური მართვის პროტოკოლები.
მსმენელები გაეცნობიან კომუნიკაციის ეფექტურ სტრატეგიებს, ქცევის მართვის ტექნიკას და მკურნალობის დაგეგმვის სპეციფიკურ ასპექტებს. პროგრამა მონაწილეებს დაეხმარება, განავითარონ პრაქტიკული უნარები, რომლებიც
აუცილებელია სპეციალური საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტური და მაღალხარისხიანი სტომატოლოგიური დახმარების გასაწევად.
ტრენინგი ორდღიანია.
ტრენერები:
ქეთევან გოგილაშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ზურაბ ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

საფასური:
- საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებისთვის: 255 ლარი
გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://gsa.ge/join-the-gsa/
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
ბანკი: “თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: TBCBGE22
დანიშნულება: [მონაწილის სახელი/გვარი] – ტრენინგში მონაწილეობის საფასური