ტრენინგი: ფესვთა არხების მექანიზებული დამუშავება როტაციული, რეციპროკული სისტემებით და სამგანზომილებიანი ობტურაცია. – 12 უპგ ქულა

პროგრამა განკუთვნილია თერაპევტი სტომატოლოგებისთვის. აკრედიტაციის ნომერი: 1297. მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.

პროგრამა მიზნად ისახავს:

  • ენდომოტორების ევოლუციის, მათი მუშაობის მექანიზმისა და პრინციპის ცოდნას.
  • ენდოდონტიური ბუნიკისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტების დახასიათებას.
  • მკურნალობის წარმატებული შედეგის მიღების  მიზნით, ფესვთა არხების მექანიზებული დამუშავების მნიშვნელობის და არსებული მექანიკური ფაილების გამოყენების შესწავლას.
  • არხშიდა ირიგაციას მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით.
  • სამგანზომილებიანი ობტურაციისთვის მოწოდებული ინსტურმენტების, მასალების და ობტურაციის მეთოდების შესწავლას.

ტრენერები:

  1. სოფიო სამხარაძე – -მედიცინის დოქტორი, თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
  2. მარიამ ქურციკიძე – პედაგოგი/“ტრენერი“, თერაპევტი სტომატოლოგი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელ-ლი
  3. ნინო ნებიერიძე – პედაგოგი/“ტრენერი“, თერაპევტი სტომატოლოგი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელ-ლი

პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან გოგილაშვილი – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელი

 

რეგისტრაციის ღირებულება: 310 ლარი (წევრებისთვის)

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

ტრენინგი: კბილთა პრეპარირების სპეციფიკა ორთოპედიული კონსტრუქციების შერჩევის დროს პაროდონტის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
მონიშნეთ ყველა სპეციალობა!
Skip to main content