ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პაციენტის პატივის და ღირსების აღიარება, პერსონალური მონაცემების დაცვა, სამედიცინო ეთიკისა და დეონტოლოგიის ნორმები, კომუნიკაცია და კონფიდენციალობა.
სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს საქართველოში მოქმედი ძირითადი საკანონმდებლო რეგულაციები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების შესახებ, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარების მნიშვნელობა, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და საუკეთესო პრაქტიკა, პერსონალური მონაცემების დაცვის არსი, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობა და კონფიდენციალობის დაცვის საუკეთესო პრაქტიკა და სტანდარტები, ეფექტური კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
პროგრამა აკრედიტებულია შემდეგ სპეციალობებში:
თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა-სახის ქირურგია
პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელს ექნება:
- ჯანმრთელობისდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ ზოგადი ცოდნა, შესაბამისად, მსმენელი, მიღებული ცოდნის შედეგად, შეძლებს როგორც საკუთარი, ისე პაციენტის უფლებათა სათანადო რეალიზებას და ამ კუთხით, მომსახურების საუკეთესო სტანდარტის/ხარისხის დამკვიდრებას.
- სამედიცინო ეთიკის მნიშვნელობისა და საუკეთესო პრაქტიკის, პაციენტის პატივისა და ღირსების აღიარებისა და დაცვის მნიშვნელობისა და ამ კუთხით არსებული პრაქტიკის (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში) შესახებ ცოდნა, შესაბამისად, მსმენელი, მიღებული ცოდნის შედეგად, შეძლებს მაღალი სტანდარტის ხარისხის მომსახურება გაუწიოს პაციენტს და დაამკვიდროს საუკეთესო პრაქტიკა მის ყოველდღიურ საექიმო საქმიანობაში;
- პერსონალურიმონაცემების დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ზოგადი ცოდნა. ასევე, სამედიცინო სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების, სფეროს ზედამხედველი ორგანოს რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში) შესახებ დეტალური ცოდნა, შესაბამისად, მსმენელი, მიღებული ცოდნის შედეგად, შეძლებს მაღალი სტანდარტის ხარისხის მომსახურება გაუწიოს პაციენტს და დაამკვიდროს საუკეთესო პრაქტიკა მის ყოველდღიურ საექიმო საქმიანობაში;
- სამედიცინო მომსახურების გაწევისას ეფექტური კომუნიკაციის როლის მნიშვნელობის შესახებ ცოდნა და ასეთი კომუნიკაციის მიღწევის მეთოდების შესახებ დეტალური ცოდნა, შესაბამისად, მსმენელი, მიღებული ცოდნის შედეგად, შეძლებს მაღალი სტანდარტის მომსახურება გაუწიოს პაციენტს და დაამკვიდროს საუკეთესო სტანდარტი/ხარისხი მის ყოველდღიურ საექიმო საქმიანობაში.
ტრენერები:
ქეთევან გოგილაშვილი – (პროგრამის ხელმძღვანელი) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე.
ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი – ტრენერი, დიპლომირებული მედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი (ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი)
ნათია ჯალიაშვილი – ტრენერი, სამართალმცოდნე, ექსპერტი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში
ანანო გორგოძე – ტრენერი, სამართალმცოდნე, ექსპერტი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში
რეგისტრაციის ღირებულება: 285 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური