პროგრამა განკუთვნილია თერაპევტი სტომატოლოგებისთვის. აკრედიტაციის ნომერი: N 1298. მინიჭებული აქვს 1 ტიპის 12 უპგ ქულა.
ტრენინგის მიზანია მონაწილე სტომატოლოგებისთვის კბილების ფერის ესთეტიკური კორექციის თანამედროვე მეთოდების შესახებ სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდება, რომელიც დიაგნოსტიკას და პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის სწორ შეფასებას ეფუძნება.
პროგრამა მიზნად ისახავს:
- პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების სრულყოფილ დიაგნოსტიკას გათეთრების პროცედურამდე.
- კბილის მდგომარეობის (კარიესული და არაკარიესული დაზიანებები) სწორ შეფასებას და შესაძლო უკუჩვენებების განსაზღვრას.
- დისქოლორიზაციის მიზეზების ამოცნობას (კისტა, აპიკალური ანთებითი ცვლილებები, არხის ობლიტერაცია და სხვა) და გათეთრების მიზანშეწონილობის განსაზღვრას.
- თანამედროვე მათეთრებელი სისტემების და მასალების გაცნობას, მათი მოქმედების მექანიზმს და გამოყენების პრინციპებს.
- გათეთრების აბსოლუტური და შედარებითი უკუჩვენებების განსაზღვრას და მათი ბიოლოგიური და კლინიკური საფუძვლის გააზრებას.
ტრენერები:
- სოფიო სამხარაძე – -მედიცინის დოქტორი, თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
- მარიამ ქურციკიძე – პედაგოგი/“ტრენერი“, თერაპევტი სტომატოლოგი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელ-ლი
- ნინო ნებიერიძე – პედაგოგი/“ტრენერი“, თერაპევტი სტომატოლოგი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელ-ლი
პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან გოგილაშვილი – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელი
რეგისტრაციის ღირებულება: 310 ლარი (წევრებისთვის)
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური