საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კონგრესში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 12-15 სექტემბერს, სტამბოლში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ყოველწლიური მსოფლიო კონგრესი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. ასოციაცია FDI-ს სრულუფლებიანი წევრია, ხოლო მის პრეზიდენტს, ქეთევან გოგილაშვილს, და გენერალურ მდივანს, ვლადიმერ მარგველაშვილს, FDI-ს პარლამენტში წარმომადგენლის სტატუსი აქვთ.

დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს გენერალურ ასამბლეაში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სასიხარულოა, რომ კონგრესს საქართველოდან არაერთი სტომატოლოგი ესწრებოდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო სესიებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამუნა დუნდუამ და ლიკა მანიამ წარმატებით წარადგინეს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები.