სტომატოლოგთა ასოციაციაში დახმარების ფონდი შეიქმნა | COVID-19

ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთევან გოგილაშვილის მიმართვა სტომატოლოგიურ საზოგადოებას:
“ჩვენ, სტომატოლოგები, დიდი ძალა ვართ, როდესაც ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო, მით უმეტეს, თუ  ეს იდეა სიკეთეს ემსახურება! ჩვენ გავერთიანდით თქვენთვის და ჩვენთვის, ერთმანეთისთვის, რომ ვთქვათ ხმამაღლა “ჩვენიანებს არ ვტოვებთ ომში”, რომ ჩვენი ერთობის სითბომ კვლავ გვაგრძნობინოს ერთობის ძალა და რომ განსაცდელს კვლავ ვუთხრათ არა! მოვეფეროთ, მოვუაროთ, ჩავიხუტოთ ერთმანეთი!
რამდენიმე დღის წინ, ერთმა არაჩვეულებრივმა კოლეგამ, მანანა ჭანტურიამ ძალიან კარგი იდეა შემოგვთავაზა. ჩვენც არ დავაყოვნეთ და ასოციაციის ანგარიშთან გავხსენით სპეციალური ქვეანგარიში. შეგროვილი თანხა ერთ კვირაში StopCov ფონდში გადაირიცხება. მე პირველი ვრიცხავ და მაგალითს ვაძლევ ჩვენს საზოგადოებას 
ანგარიშის ნომერი GE52TB7997136020100005
მიმღები: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
დანიშნულებაში მიუთითეთ -ქველმოქმედება.”