!რეგისტრაცია შეჩერებულია. განახლდება 2025 წლის 1 იანვრიდან!
პროგრამა განკუთვნილია თერაპიული სტომატოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმებისთვის.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს პედიატრიული პაციენტის ქცევის მართვას სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარების დროს, ადგილობრივი ანესთეზიის სწორი მეთოდისა და საშუალებების შერჩევას და გამოყენებას ბავშვებსა და მოზარდებში; კარიესით დაზიანებული კბილების დაბჟენას სხვადასხვა ტიპის საბჟენი მასალის გამოყენებით, პულპის დაზიანების ხარისხის განსაზღვრას და პულპიტის მკურნალობას სხვადასხვა მეთოდებით.
ტრენერები:
სოფიო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი, თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელ-ლი, სტომატოლოგიური მიმართულების დეკანი. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
ქეთევან ჩიჩუა – მედიცინის დოქტორი, თერაპევტი სტომატოლოგი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი; ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თერაპიული სტომატოლოგიის ინგლისურენოვან კურსზე; სტომატოლოგიური კლინიკის „მინანქარი“დამფუძნებელი, რეზიდენტურის ხელმძღვანელი და პედაგოგი თერაპიულ სტომატოლოგიაში
რეგისტრაციის ღირებულება:
ასოციაციის წევრებისთვის: 340 ლარი
ასოციაციის არაწევრებისთვის: 495 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური