ტრენინგი: იმპლანტის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები, პრევენცია და მკურნალობის მართვა – 12 უპგ ქულა

2024 წელს რეგისტრაცია შეწყდა. განახლდება 2025 წლიდან

პროგრამა განკუთვნილია თერაპევტი სტომატოლოგებისთვის, ორთოპედი სტომატოლოგებისთვის და ყბა-სახის ქირურგებისთვის.

პროგრამა მიზნად ისახავს იმპლანტის ირგვლივი (პერიიმპლანტური) რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადებების კლინიკური თავისებურებების შესწავლას და პერიიმპლანტური ქსოვილების ანთებითი დაავადებების მართვას; ასევე, პერიიმპლანტური რბილი ქსოვილების დეფექტების შესწავლას. ორთოპედული კონსტრუქციით რბილი ქსოვილების მიგრაციას.

პროგრამის გავლის შემდეგ ექიმი შეძლებს:

  • იმპლანტის ირგვლივი (პერიიმპლანტური) რბილი ქსოვილების ანტომიური თავისებურებების განსაზღვრას;
  • იმპლანტის ირგვლივი რბილის ქსოვილების ჯანმრთელობის და პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტირებას;
  • იმპლანტის ირგვლივი რბილის ქსოვილების დაავადებების მკურნალობის დაგეგმარებას და მკურნალობის ჩვენებების განსაზღვრას;
  • პერიიმპლანტური მუკოზიტის დიაგნოზის დასმას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით;
  • 2017 წლის AAP/EFP პაროდონტისა და პერიიმპლანტური ქსოვილების დაავადებებისა და მდგომარეობების კლასიფიკაციის მიხედვით, პერიიმპლანტიტის დიაგნოზის დასმას ორი ჯგუფის პაციენტებში: 1. პაციენტები, რომლებიც იმპლანტაციის ჩატარების პირველივე დღიდან დისპანსერულ დაკვირვებაზე იმყოფებიან და 2. პირველადი პაციენტები, რომლებსაც იმპლანტაციის შემდგომი კლინიკური ან რენტგენოლოგიური კვლევის შედეგები არ აქვთ;
  • მუკოზიტის არაქირურგიულ მკურნალობას;
  • პერიიმპლანტიტის დროს ქირურგიული პროცედურების ჩატარების ჩვენებების და ეტაპების განსაზღვრას;
  • პერიიმპლანტური რბილი ქსოვილების დეჰისცენციის/დეფიციტის გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიკაციას;
  • პერიიმპლანტური რბილი ქსოვილების დეჰისცენციის/დეფიციტის დახასიათებას და ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციების ცოდნას;
  • სწორი ორთოპედული კონსტრუქციის შერჩევას;
  • ანაბეჭდის აღებას ან სკანირებას;
  • სწორი აბატმენტის შერჩევას და ფიქსაციის სხვადასხვა ეტაპებს.

 

ტრენერები:

  1. თეა ნაცვლიშვილი – თერაპევტი და ქირურგი სტომატოლოგი. რომის უნივერსიტეტი საპიენცას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი პაროდონტოლოგიაში.  ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
  2. ზურა იაკობიშვილი – ორთოპედიულ სტომატოლოგიაში Advanced Dental Education (ADE)-ის ტრენერი საქართველოში; სტომატოლოგიის ცენტრის „ალბიუსი“ ორთოპედი და ქირურგი

პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან გოგილაშვილი – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელი

 

რეგისტრაციის ღირებულება: 490 ლარი (წევრებისთვის)

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

ტრენინგი: იმპლანტის ირგვლივი რბილი ქსოვილების დაავადებები, პრევენცია და მკურნალობის მართვა
Please enable JavaScript in your browser to complete this form.
მონიშნეთ ყველა სპეციალობა!