!რეგისტრაცია შეჩერებულია, განახლდება 2025 წლის 1 იანვრიდან!
პროგრამა განკუთვნილია თერაპიული სტომატოლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმებისთვის, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებენ ენდოდონტიური და პაროდონტოლოგიური მიმართულებით.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს პულპის და პაროდონტის ქსოვილების მწვავე ან ქრონიკული ფორმით მიმდინარე პათოლოგიების შესწავლას, ენდო-პარო დაზიანებების უახლესი კლასიფიკაციის გაცნობას; კლასიფიკაციის მიხედვით, ამ დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სწავლებას, მკურნალობის მხრივ, მონაწილეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
პროგრამის გავლის შემდეგ ექიმი შეძლებს:
- დამოუკიდებლად ენდო-პარო დაზიანებების უახლესი კლასიფიკაციის მიხედვით ამ დაზიანებების დიაგნოსტიკას;
- დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარებას ფესვის დაზიანებით მიმდინარე ენდო-პარო დაზიანებებს შორის (ფესვის მოტეხილობა ან გაბზარვა, ფესვის არხის ან ღრუს პერფორაცია, ფესვის გარეგანი რეზორბცია);
- დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარებას ფესვის დაზიანების გარეშე მიმდინარე ენდო-პარო დაზიანებებს შორის (ენდო-პარო დაზიანება პაროდონტიტიან და არაპაროდონტიტიან პაციენტში);
- კომბინირებული დაზიანების შემთხვევაში, ანამნეზის შეკრებას, კლინიკური და რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, ენდო-პარო დაზიანებების კლასიფიცირებას პაციენტის მომართვის მომენტში არსებული კლინიკური სურათის მიხედვით (მაგალითად, მოტეხილობის, პერფორაციის ან პაროდონტიტის არსებობა ან არარსებობა, ქსოვილების დესტრუქციის ხარისხი);
- ენდო-პარო დაზიანებების ენდოდონტიური და პაროდონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებებს.
- პაროდონტული ჯიბის სიღრმის გაზომვას (სიღრმის განსაზღვრა 6 წერტილში, პაროდონტულ ჯიბეში პაროდონტული ზონდის მოთავსების წესის დაცვა, პაროდონტულ რუკაზე ჯიბის სიღრმის დაფიქსირება).
ტრენერები:
- ქეთევან გოგილაშვილი – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელი
- სოფიო სამხარაძე – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელ-ლი, სტომატოლოგიური მიმართულების დეკანი. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
- თეა ნაცვლიშვილი – თერაპევტი და ქირურგი სტომატოლოგი. რომის უნივერსიტეტი საპიენცას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი პაროდონტოლოგიაში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი,
- მარიამ ქურციკიძე – თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ ვიცე-პრეზიდენტი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელმძღვანელი
- ნინი ნებიერიძე – თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ პრეზიდენტი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელმძღვანელი
რეგისტრაციის ღირებულება: 420 ლარი (წევრებისთვის)
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური