ენდოდონტია ძალიან სწრაფ და დინამიურ განვითარებას განიცდის ტექნოლოგიების დახვეწის და, შესაბამისად, მკურნალობის ახალი მიდგომების წარმოქმნის გამო.
სტომატოლოგებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ხელის, ისე მექანიკური ენდოდონტიური ინსტრუმენტების ძალიან ფართო სპექტრი. სხვადასხვა მწარმოებელი ენდოდონტიაში გამოყენებული შენადნობების სხვადასხვა ტიპის დამუშავებას იყენებს, რაც შესაბამისად, ამ ინსტრუმენტების განსხვავებულ თვისებებს განაპირობებს. კურსის მსვლელობისას ექიმები გაეცნობიან მეტალის შენადნობების თერმომექანიკური დამუშავების თავისებურებებს, რაც შემდგომში მათ გაუადვილებთ სწორედ იმ ინსტრუმენტების შერჩევას და გამოყენებას, რომელიც აუცილებელი იქნება კონკრეტული კლინიკური შემთხვევის სწორი მართვისთვის.
ზემოხსენებულ კურსში აქცენტები გაკეთდება დიაგნოსტიკურ კვლევებსა და სიმპტომებზე, რომლებიც გაუადვილებს ექიმებს რთული კლინიკური შემთხვევების მართვას, როდესაც გადაწყვეტილება მისაღებია განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარების ან კბილის ექსტრაქციის აუცილებლობაზე. მაგ. კბილის ფესვის ბზარის კლინიკური და რენტგენოლოგიური (CBCT) ნიშნები.
მოზარდ პაციენტებში განსაკუთრებით აღსანიშნავია არაფორმირებული ფესვის მწვერვალის მქონე მუდმივი კბილების მკურნალობის სწორი მიდგომები, აპექსოგენეზის ხელშეწყობის უახლესი მეთოდები, მკურნალობის ამ მეთოდის ჩატარებისთვის აუცილებელია ახალი მასალები, საშუალებები და მათი გამოყენების თავისებურებები.
კბილთა ტრავმული დაზიანებები სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ექიმის მხრიდან პაციენტისა და მისი მშობლების/მეურვეების სწორ მართვას ტრავმის მომენტიდანვე მოითხოვს, რადგან სწორედ პირველივე საათის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები განაპირობებს ამ კონკრეტული შემთხვევის კარგ გამოსავალს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია ყველა ექიმმა თერაპევტმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს პაციენტების ინსტრუქტირების დეტალები კლინიკაში მოხვედრამდე და რათქმა უნდა, ყველა კლინიკური პროცედურის თანმიმდევრობა, რომლებიც უშუალოდ სტომატოლოგიურ სავარძელში უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კურსის მსვლელობისას მოხდება აუცილებელი თეორიული მასალის გაცნობა და კბილების ტრავმული დაზიანებების მკურნალობის პრაქტიკული უნარების დახვეწა.
პროგრამა მიზნად ისახავს ფესვთა არხების სისტემის, პულპის და პერიოდონტის ანატომიის, ენდოდონტიურ დაავადებათა ეტიო-პათოგენეზის, დაავადებების დიაგნოსტიკის და დიფერენციალური დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სწავლებას, მონაწილეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
ტრენერები:
- ქეთევან გოგილაშვილი – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის კლინიკური ხელმძღვანელი
- სოფიო სამხარაძე – თერაპევტი სტომატოლოგი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელ-ლი, სტომატოლოგიური მიმართულების დეკანი. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ხელმძღვანელი
- მარიამ ქურციკიძე – თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ ვიცე-პრეზიდენტი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელმძღვანელი;
- ნინი ნებიერიძე – თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ პრეზიდენტი, ალბიუსის დენტალურ აკადემიაში რეზიდენტების ხელმძღვანელი
- ვახტანგ გოგუა – სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის თერაპევტი სტომატოლოგი და ქირურგი, სარეზიდენტო ბაზის ხელმძღვანელი
- ირმა ბაკურაძე – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. სტომატოლოგიის ცენტრში „ალბიუსი“ ენდოდონტიის სკოლის ტრენერი
რეგისტრაციის ღირებულება: 440 ლარი (წევრებისთვის)
საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური