ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში უპრეცენდენტო რესურსი: პაროდონტოლოგიასა და დენტალურ იმპლანტოლოგიაზე ორიენტირებულ პირველ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონი.
ლექსიკონი შედგენილია საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების სარედაქციო ჯგუფის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წევრებს შორის არიან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტები.
სახელმძღვანელო იძლევა ცოდნის მიღების შესაძლებლობას, და, ამასთან, ტერმინოლოგიის ფართო სპექტრს გვთავაზობს.
ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი სრულად მოიცავს პაროდონტოლოგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულებებს, რითაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს.
ლექსიკონში წარმოდგენილია 1400-მდე ტერმინისა და ფრაზის ანბანური კატალოგი. აღნიშნული ტერმინები ყოველდღიურ გამოყენებაშია როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში.
ავტორები – საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების სარედაქციო ჯგუფი:
ქეთევან გოგილაშვილი
თეა ნაცვლიშვილი
მარიამ ხარძიანი
ლანდა ლურსმანაშვილი
ნატო აბულაძე
ნანა ვასაძე
სალომე ჯმუხაძე
ქეთევან მეგრელაძე
თამარ მეტრეველი
თეონა მაჭარაძე
ნატა როგავა