სახიფათო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში – ტრენინგები გრძელდება

2019 წლის 9-10 ნოემბერს, ექსპო-ჯორჯიაში, თბილისის მედიცინის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე და ჩატარდა ტრენინგი “სახიფათო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში”

ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

განხილული იყო ნაციონალური საკანონმდებლო მოთხოვნები და საერთაშორისო რეკომენდაციები, ეტიკეტირების და სეპარირების სისტემა, ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების პრინციპები და ელექტრონული აღრიცხვა-ანგარიშგება.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: http://gsa.ge/case-studies/waste/