ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ,,წერტილოვანი ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) და სტატიკური IP მისამართების უსაფრთხო კონფიგურაციისა და გამოყენების პოლიტიკასთან “დაკავშირებით, რომელიც ძალაში შედის 2024 წლის 1 აპრილიდან.
საინფორმაციო სისტემებზე უსაფრთხო წვდომის წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კლინიკები, რომელსაც ინფორმაციას აზიარებენ ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების საკუთრებაში/მართვაში არსებულ საინფორმაციო სისტემებზე (მაგ. EHR, ელექტრონული რეცეპტების მოდული, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის მოდული და სხვები) უფლების მინიჭების მიზნით ვალდებულია მიმართოს საინფორმაციო სისტემის მფლობელ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და აცნობებს სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს წინასწარ შეთანხმებული ფორმატით უზრუნველყოს წერტილოვანი ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) ან სტატიკური IP მისამართების გამართვა/კონფიგურაცია.
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა პროგრამების გამოყენების გარეშე, დამოუკიდებლად, ბრაუზერის მეშვეობით შედის ჯანდაცვის საიტებზე (როგორიცაა EHR, ელექტრონული რეცეპტების მოდული, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის მოდული და სხვები) საჭიროა, რომ კლინიკამ გააგზავნოს მისი IP მისამართის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციის გადაგზავნა ხდება შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე: svpn@ita.gov.ge , სადაც უნდა გაიგზავნოს შევსებული ფორმა – კითხვარი
გარე მომხმარებელს, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, შეუწყდეს სერვისით წვდომა სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციების საკუთრებაში/მართვაში არსებულ საინფორმაციო სისტემებზე.