რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტში

2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობები იცვლება. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციების პრევენციის და კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ტექნიკური რეგლამენტი არ მოიცავს სიახლეებს ინფექციების პრევენციისა და კონსტოლის საკითხებზე,  ის აერთიანებს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის  კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიქანიზმებს, როგორიცაა დეზინფექციისა და სტერილიზაციის საკითხები და ამ პროცესის ხარისხის კონტროლის მექანიზმები, ანტიმიკრობული პრეპარატების  დანიშვნაზე ზედამხედველობა, სავალდებულო იმუნიზაციის საკითხი, ნოზოკომიური ინფექციების მართვის საკითხები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და მარაგის სისტემა,  სამედიცინო ნარჩენების მართვა და სხვა.

განახლებული ტენქიკური რეგლამენტით განისაზღვრა გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, და ყოველწლიურად აგროვებდეს უსგ ქულებს. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში არ შედის 2024 წლიდან.

იხილეთ განახლებული დოკუმენტი: https://shorturl.at/oEGLZ