28-29 ივლისს ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს.
წინასწარი პროგრამა
ბიოემულაცია: კბილის ქსოვილების ჰისტო-ანატომიური ანალიზი და სხივის გარდატეხის დინამიკა ფრონტალური კბილების რესტავრაციების დროს – ჰავიერ ტაპია, მადრიდი (ესპანეთი)
კაბინეტს მიღმა: სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტის ნავიგაცია კანონის კვალდაკვალ – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
სწავლის, დაგეგმვისა და შესრულების 3D შესაძლებლობა – ივან პეტროპოლი (ხორვატია) (Durr Dental -ის წარმომადგენელი)
აეროზოლი, როგორც ინფექციების გავრცელების ძირითადი გზა სტომატოლოგიაში – მაქსიმ ბედლოვსკი, Durr Dental-ს პროდუქტის მენეჯერი (გერმანია)
ყბა-სახის ქირურგის როლი რთული შემთხვევების დროს დენტალური იმპლანტაციის დაგეგმარებაში და შემდგომი გართულებების მართვის პროცესში – მამუკა გოგიბერიძე, ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მხედველობის, სუნთქვის, ყლაპვის, მეტყველების, თანკბილვის, ღეჭვის და ვიზუალის აღდგენა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციების შემდეგ – ზურაბ ჩიჩუა, საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, ალადაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საინტერესო და რთული შემთხვევები ყბა-სახის ქირურგიუ პტაქტიკაში. ორბიტის ფსკერის რეკონსტრუქცია ტიტანის ფირფიტით – ბექა ბაკურაძე, საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდიუმის წევრი
FDI-ს რეკომენდაციები რადიაციულ უსაფრთხოებაში და მაიონებელი გამოსხივების შემცირების მექანიზმთა ეფექტიანობის კვლევა დენტალურ რადიოგრაფიაში – ანა მაისურაძე, სამედიცინო რადიოტექნოლოგი და რადიაციული უსაფრთოების აგენტი, საფრანგეთი
სტომატოლოგის, ენდოკრინოლოგის და ფარმაკოლოგის მკურნალობის სინერგია
ენდოკრინული დაავადებების ფარმაკოლოგიური თერაპია და მისი გავლენა პაროდონტის ქსოვილებზე
- ნინო ლობჟანიძე, დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი;
- ლუი გერაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადოების (GSPi) წევრი;
- მიხეილ სამსონია, მედიცინის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, “ფარმაციის” სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი
სტომატოლოგის, კარდიოლოგის და ფარმაკოლოგის მკურნალობის სინერგია
გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის დროს გამოყენებული ფარმაკოლოგიური პრეპარატები და მათი ზეგავლენა პაროდონტის ქსოცვილებზე
- ალესანდრე ჩხოლარია – ინტერვენციული კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი. დასავლეთის რეგიონალური ცენტრის კარდიოლოგიის და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ხათუნა მელაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქუთაისიდან, საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადოების (GSPi) წევრი
- მიხეილ სამსონია, მედიცინის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, “ფარმაციის” სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი
ყბა-სახის ქირურგიის სექცია – საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაცია
- სახის ძვლების ტოქსიური ოსტეომიელიტების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა – ნინო ჩიჩუა
- პლეომორფული ადენომა. სუბტოტალური რეზექცია, სახის ნერვის ტოტების პრეპარირებით, ოდონტომა- წარმონაქმნის ამოკვეთა – ლადო სახეჩიძე
- თვალბუდის ანთებით-ჩირქოვანი პროცესები (ფლეგმონა და აბსცესი), ორთოგნათიული ქირურგია – თორნიკე კაპანაძე
- ქვედა ყბის გიგანტური ზომის კისტა. ქვედა ყბის ნაწილობრივი რეზექცია, რეკონსტრუქცია ტიტანის იმპლანტით – ვახო შიუკაშვილი
მასტერ კლასები
28 ივლისი
საღეჭი კბილების სწრაფი და ეფექტური რესტავრაციის სტრატეგია
- საღეჭი კბილების ანატომიის და არტიკულაციის საკვანძო საკითხები
- კბილის ჰისტოლოგიური შენება და მისი გამოყენება ბიომიმეტიკური რესტავრაციის დაგეგმვის დროს
- ადჰეზიური სისტემის შერჩეა
- ანაბეჭდის გამოყენების ჩვენებები და „უკუჩვენებები“
- საანაბეჭდო მასალის შერჩევა და გამოყენების პროტოკოლი
მარიამ ქურციკიძე, ნინი ნებიერიძე
29 ივლისი
10:00-14:00 პირდაპირი რესტავრაცია ბიომიმეტიკური პრინციპების გათვალისწინებით – ჰავიერ ტაპია, მადრიდი (ესპანეთი)
15:00-17:00 „ფესვის არხის ინტრარადიკულური პრეპარირების პრინციპები“ ენდოდონტიური ინსტრუმენტების დახასიათება და მათი გამოყენების პროტოკოლი, სოფიო სამხარაძე
- მუშაობის თანმიმდევრობა
- ენდობუნიკები, მათი დახასიათება და მუშაობის თავისებურებები
- კბილის არხის დამუშავების და ფორმირების ძირითადი პრინციპები როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით
- ირიგანტები, ანტისეპტიკები და არხშიდა ნახვევები
- არხის დაბჟენის მეთოდები
🔘 რეგისტრაცია
მონაწილეობის ღირებულება:
- 350 ლარი (წევრებისთვის)
- 400 ლარი (2023 წლის საწევროს ჩათვლით)
- 550 ლარი (არაწევრებისთვის)
- 250 ლარი (სტუდენტი, რეზიდენტი)
საბანკო რეკვიზიტები:
- ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
- “თიბისი” ბანკი
- ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
- საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
- დანიშნულება: სახელი / გვარი -ის კონგრესში მონაწილეობის საფასური