“სტომატოლოგებმა უკვე 2024 წელს უნდა დააგროვონ 20 უპგ ქულა, რათა 2025 წლისთვის ტენიკური რეგლამენტის მოთხოვნა დააკმაყოფილონ”.
განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ქ-ნმა მარინა ბაიდაურმა 2014 წლის 17 მაისს, თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე.
ქ-ნმა მარინამ ისაუბრა უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემაზე და განმარტა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებიდან ერთ-ერთი: “დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში”.
მარინა ბაიდაურის განმარტებით, სტომატოლოგებმა უკვე 2024 წელს უნდა დააგროვონ 20 უპგ ქულა, რათა 2025 წლისთვის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ქალბატონმა მარინამ ასევე აღნიშნა, რომ 2027 წლიდან რესერტიფიცირების ამოქმედება იგეგმება და იმ ექიმებს, ვისაც წინა სამი წლის (2024, 2025, 2026) მანძილზე წელიწადში 20 ქულა ექნებათ დაგროვებულები, გამოცდაზე გასვლა აღარ მოუწევთ.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამები: https://gsa.ge/educational-programs/