დამტკიცდა სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი

სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი არის სტომატოლოგიის აკადემიური განათლების სტანდარტი. ის ასახავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე‐7 დონით განსაზღვრული სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს. დენტალური მედიცინა სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით განსაზღვრულია 0911‐დეტალური სფეროში (დენტალური მედიცინა).

სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი აღწერს სასწავლო პროგრამების ხასიათს, მისანიჭებელი კვალიფიკაციის მოსალოდნელ დონეს და აქვს სხვადასხვა მიზნობრივი გამოყენება. ის წარმოადგენს პროგრამების სტრუქტურის შემუშავებისა და განვითრების მნიშვნელოვან გარე შეფასების წყაროს, უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების ფორმულირებას, პროგრამების სტრუქტურის მოქნილობას და მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საერთო კონცეპტუალური ჩარჩოს ფარგლებში ინოვაციების შემოტანას. მეორეს მხრივ, დარგობრივი მახასიათებელი უზრუნველყოფს პროგრამის შიდა ხარისხის მექანიზმის გაუმჯობესებას, კერძოდ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სწავლის შედეგების არსებული ზოგადი სტანდარტების განხილვას და ახლებურ შეფასებას . .

აღნიშნული დოკუმენტo აღწეს ყველა იმ მინიმალური კომპეტენციას, რომლებიც მოეთხოვება დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირს. კერძოდ, ასახავს ცოდნას, უნარებს, ავტონომიურობას და პასუხისმგებლობას, რომელიც ექნება სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის/კურიკულუმის შემუშავებას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სტუდენტთა მობილობას, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, სტომატოლოგის პროფესიაში შესვლას, დასაქმების მხარდაჭერას, პროფესიული განვითარების საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ წინსვლას. პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების გამოყენებას პრაქტიკაში და მომდევნო საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე: სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი 

დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრები: ვლადიმერ მარგველაშვილი, სოფიო სამხარაძე, ქეთევან გოგილაშვილი, თენგიზ ლობჟანიძე და ზურაბ ალხანიშვილი.

სტომატოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები:

ვლადიმერ მარგველაშვილი, სოფიო სამხარაძე, მარინე მამალაძე, ქეთევან გოგილაშვილი, ზურაბ ორჯონიკიძე, ნინო წილოსანი, მზია ბაქრაძე, ბუბა ჩაჩხიანი, თენგიზ ლობჟანიძე, ირაკლი ჩაჩუა, ნინო აბაიშვილი, ნინო ჯაფარიძე, მანანა უსტიაშვილი, ლელა წიტაიშვილი, ხათუნა რცხილაძე, ელენე გიგინეიშვილი, ნუნუ ხეცურიანი, ლიანა ჭუმბურიძე, ხათუნა ზალდასტანიშვილი, მანანა ივერიელი, სოფიო ფუტურიძე, ნანა კალმახელიძე, ზურაბ ალხანიშვილი, ლია სანოძე