ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ანგარიშგების ვადა იწურება!

ყველა სტომატოლოგიური დაწესებულება, რომელსაც გააჩნია რენტგენის აპარატი, ვალდებულია ვალდებულია 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარუდგინოს 2018 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ.
ლიცენზიის მფლობელი (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა – სსიპ) მოქალაქის პორტალის საშუალებით ნებისმიერი ადგილიდან ონლაინ რეჟიმში ახორციელებს ანგარიშგებას შემდეგი ბმულიდან

  • 2018 წლის 5 სექტემბრიდან შეიცვალა მოქალაქის პორტალზე იურიდიული პირების რეგისტრაციისა და ავტორიზაციის წესი, ინსტრუქცია იხილეთ თანდართული ფაილის სახით
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე. 

ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა.

წყარო: https://bit.ly/2KV1L2o