მასტერკლასები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XIV ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე

2018 წლის 6-7 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. კონგრესის ფარგლებში რამდენიმე მასტერ კლასი ჩატარდება:

6 ივლისი

მცირე დარბაზი – Orchid & Mimosa

11:00–15:00 ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმარება კბილის სატექნიკო ლაბორატორიის მიერ. Astra Tech Implant სისტემაზე პროთეზირება ნაწილობრივი და სრული ადენტიის დროს, ქირურგიული ნაწილის პრაქტიკული დემონსტრაცია. – ევგენი ანტიუხინი, „Dentsply Sirona Implants“ის წარმომადგენელი

  • მკურნალობის გეგმის შემუშავება
  • გამოკვლევის დამატებითი მეთოდები
  • როგორ შევარჩიოთ იმპლანტი: ვიწრო, პატარა იმპლანტები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები
  • გამოკვლევის მეთოდის შერჩევა პათოლოგიური კერის დიზაინისა და ზომის გათვალისწინებით
  • ქირურგიული პროტოკოლის სპეციფიკა
  • ღრძილის მაფორმირებლის ფართო არჩევანი, რბილი ქსოვილების ოპტიმალური კონტური
  • ჰიგიენა და იმპლანტაციის შემდგომი მოვლა
  • ესთეტიკური ზონის კლინიკური შემთხვევის განხილვა
  • იმპლანტაციის დემონსტრირება

16:00 – 20:00 მობილური დენტალური ფოტოგრაფია (MDP) – დენტალური დოკუმენტაციის და კომუნიკაციის ახალი ერა. – პროფესორი ლუის ჰარდენი, წმ. იოსიფის სახელობის ბიერუთის უნივერსიტის ესთეტიკისა და რესტავრაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ლიბანი)

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ მაღალი ხარისხის დენტალური ფოტოებისა და ვიდეოს გადაღების წესები მობილური ტელეფონისა და Smile Lite MDP-ს

გამოყენებით, დეტალურად იქნება განმარტებული კამერების სპეციფიკაციები, განათების ტიპები, მათი მართვა; საჭირო აქსესუარები და გამოყენების წესები. კურსის დამთავრების შემდეგ, მონაწილეებს ეცოდინებათ:

  • ფრონტალური მიდამოს ფოტოგადაღება
  • საღეჭი კბილების ფოტოგადაღება
  • ესთეტიკური ქეისების გამარტივებული დოკუმენტაცია
  • მხატვრული ფოტოგადაღება
  • მიკროფოტოგადაღება
  • პოლარიზებული ფოტოგადაღება
  • ორმაგი, პოლარიზებული ფოტოგადაღება
  • პორტრეტის გადაღება
  • ნახევრად განათებული პორტრეტის გადაღება
  • სურათების დაკალიბრება ლაბორატორიასთან კომუნიკაციის მიზნით
  • პირის ღრუს ვიდეოგადაღება

 

 

7 ივლისი

მცირე დარბაზი – “Lilium & Rose”

11:00-13:00 ზედა ყბის პირველი მოლარის პირდაპირი რესტავრაცია – კაპლან შეუჟენი, GC რესტავრაციების მრჩეველთა ბორდის წევრი, ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგი (რუსეთი)

  • ზედა ყბის მოლარების ანატომია
  • კლინიკური შემთხვევის განხილვა G-aenial Essentia-ის მაგალითზე
  • პრაქტიკა
  • ვიდეოდემონსტრაცია და მასტერ-კლასი – ზედა ყბის მოლარები, ბლეკით კლასი I, ფანტომზე მუშაობა
  • ვიდეოდემონსტრაცია – ბლეკით კლასი IV-ის რესტავრაცია

13:00 -16:00 წარმატება ცხოვრებაში . . . წარმატება ენდოდონტიაში . . . მიიღე გამოწვევა – მარიუსზ პიეტზაკი, კომაპნია VDW-ს წამყვანი ლიდერი, ლოდზის სამედიცინო უნივერისტეტის სტომატოლოგიური დეპარტამენტი.

  • როგორ დავგეგმოთ ეფექტური მკურნალობა ვიზიორენტგენოგრაფიული და კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზის საფუძველზე?
  • რას წარმოადგენს უსაფრთხო და ასეპტიკური მკურნალობის მიღწევის მიზნით, სამუშაო ველის ოპტიმალური იზოლაცია?
  • ენდოდონტიაში ერგონომიკული მუშაობის ოქროს სტანდარტი
  • გქონიათ თუ არა სირთულეები ფესვის არხის შესასავლელების ძიების დროს? MB2 არხის მოძებნის ეფექტური გზები
  • ინტრარადიკულური მექანიკური ან რეციპროკული ინსტრუმენტებით პრეპარირება. იყავი გამარჯვებული – გაიმარჯვე ენდოდონტიაში!
  • მესამე ნაბიჯი – ირიგაცია. იცნობთ EDDY-ს?
  • როგორ ავირიდოთ თავიდან შეცდომები არხის სამგანზომილებიანი ობტურაციის დროს? არხის ობტურაციის სხვადასხვა ტექნიკის შედარებითი ანალიზი.

მცირე დარბაზი – “Orchid & Mimosa”

09:00–14:00 ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმარება კბილის სატექნიკო ლაბორატორიის მიერ. Astra Tech Implant სისტემაზე პროთეზირება ნაწილობრივი და სრული ადენტიის დროს, ორთოპედიული ნაწილის პრაქტიკული დემონსტრაცია. – რენატ აიუბოვი, „Dentsply Sirona Implants“ის წარმომადგენელი.

  • ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმარება სატექნიკო ლაბორატორიის ხედვით.
  • ორთოპედიული კონსტრუქცია იმპლანტებზე
  • ASTRA TECH Implant სისტემა ნაწილობრივი და სრული ადენტიის შემთხვევებში
  • პრაქტიკული დემონსტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 0322 309 711

ელ.ფოსტა: info@gsa.ge