
ნინო ვადაჭკორია
გენერალური მდივანი
ნინო ვადაჭკორიამ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
ამავე წელს ჩაირიცხა კლინიკურ ორდინატურაში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თარაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე. 1983 წელს კი გახდა ამავე ინსტიტუტისა და კათედრის ასპირანტი.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიწყო მუშაობა თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად.
1995-2005 წწ არჩეულ იქნა კათედრის დოცენტად, მოგვიანებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს და სალექციო კურსებს ექიმთა დახელოვნებაში. ამ პერიოდში მის მიერ გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა ნაშრომები პაროდონტოლოგიაში, ლორწოვანი გარსის დაავადებათა მკურნალობაში, თერაპიულ სტომატოლოგიაში მკურნალობის ფიზიკური მეთოდების გამოყენებაში.
2005- 2009 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ესთეტიკური სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2006-2009 წლებში იყო თსსუ-ის აკადემიური საბჭოს, კურიკულუმის კომიტეტის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
2006-2009 წლებში დანიშნულ იქნა სტომატოლოგიური ფაკულტეტის სწავლულ მდივნად.
2009-2014 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ენდოდონტიური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სადაც ეწეოდა როგორც პრაქტიკულ მუშაობას, ასევე ატარებდა ლექციებს სხვადასხვა კურსის სტუდენტებისთვის.
2004- წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი პროფილის ექიმ-სტომატოლოგებისათვის რეზიდენტურის შემოკლებული კურსის ხელმძღვანელი, ასევე 7 უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის კოორდინატორი; სალიცენზიო და სასერთიფიკაციო გამოცდების კომისიის თავმჯდომარე თერაპიულ სტომატოლოგიაში.
2004-20014 წლებში იყო სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამის ლოკალური ხელმძღვანელი.
2000 წლიდან დღემდე სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, ნიუ იორკის და საქართველოს საერთაშორისო 20-მდე კონფერენციის მონაწილე, ორგანიზატორი და მომხსენებელია.
მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია, გაწეულ იქნა 5 ოპონირება და ექსპერტიზა. მის მიერ რედაქტირებული, ნათარგმნი და გამოცემულია სახელმძღვანელო: „კბილთა ესთეტიკური რესტავრაცია“. გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო პუბლიკაცია.
1999 წლიდან დღემდე არის სტომატოლოგიური კლინიკა “როიალ დენტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ჟურნალ GSA news-ის რედკოლეგიის წევრი.