
ქეთევან გოგილაშვილი
პრეზიდენტი
ქეთევან გოგილაშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1986-1987 წლებში იყო რესპუბლიკის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის-ინტერნი; 1988-1991წწ. მუშაობდა თბილისის N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991 წლიდან 2009 წლამდე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო: თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი; კათედრის სტაჟიორ-პედაგოგი; კათედრის ასისტენტი; დოცენტი; სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
2009-2010 წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი; 2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგეა.
2006-2013წწ სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“ კლინიკური ხელმძღვანელი; 2014 წლიდან შპს. ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი, კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი თერაპიულ სტომატოლოგიაში; ავტორია 104 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 8 სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის: თერაპიული სტომატოლოგია (1997), ენდოდონტია (1998), ენდოდონტიის საფუძვლები (2009), ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია (2012), ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია (2016), სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო (2016), პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო (2016), ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია (2017). რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში (2018);
საკანდიდატო დისერაცია „სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში“ დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაცია „კარიესის ეპიდემიოლოგიუეი, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები“ – 2002 წელს.
სტაჟირება გაიარა ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის უნივერსიტეტები – პარი 6, პარი 8 (საფრანგეთი), კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (თურქეთი), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია). ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (იტალია), რიეკას საუნივერსიტეტო კლინიკა (ხორვატია).
2014 წლიდან არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პარლამენტის დელეგატი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2015 წლიდან); პროფესიული და უმაღლესი დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფასილიტატორი (2015-2016წწ); 2005 წლიდან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონგრესების საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე (2005-2014წწ) და თავმჯდომარე (2014 წლიდან); სტომატოლოგიური ჟურნალის “GSAnews” მთავარი რედაქტორი (2006 წლიდან). 2010 წლიდან – თერაპიულ სტომატოლოგიაში ნაციონალური კლინიკური სახელმძღვანელოს ავტორი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული); 2006 წლიდან სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) კონგრესების მონაწილე, სპიკერი: ნიუ-იორკი (აშშ), მონრეალი (კანადა), ვენა (ავსტრია), დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სტოკჰოლმი (შვედეთი), სინგაპური, სალვადორი (ბრაზილია), სტამბოლი (თურქეთი), ბანგკოკი (ტაილანდი), პოზნანი (პოლონეთი), მადრიდი (ესპანეთი), რომი (იტალია); პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კონგრესი „ევრო-პერიო 8“ ლონდონი (ინგლისი).
2010 წელს, სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ABI) ოქროს მედალი გადეცა;
2010 წელს გახდა სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” საპატიო წევრი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია (FDI) (1999 წლიდან), დელეგატი 2014 წლიდან; (ADA) – ამერიკის დენტალური ასოციაცია (2009 წლიდან); პიერ ფოშარის საერთაშორისო აკადემია (2009 წლიდან); FDI-ERO ევროპის რეგიონალური ასოციაცია (2003 წლიდან); სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის გამგეობის წევრი (2016 წლიდან); საქველმოქმედო ორგანიზაციის „International Association of Lions Club” (2005 წლიდან), 2014-2015 წელს ორგანიზაციის პრეზიდენტი; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (2005 წლიდან).
ბიბლიოგრაფია
- ბავშვთა და მოზრდილთა ენდოდონტია: სახელმძღვ. (ავტორი). – თურქეთი, “IMAK”, 2017. -544გვ. – ISBN: 978-994 1-0-9667-9.
- ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია I ნაწილი: სახელმძღვ. (ავტორი). – თურქეთი, “IMAK”, 2016. -218გვ. – ISBN: 978-994 1-0-8617-5 (ყველა ნაწილის), ISBN: 978-994 1-0-8618-2 (პირველი ნაწილის).
- სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელო: სახელმძღვ. (ავტორი). განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016.-47გვ.
- პირის ღრუს ჰიგიენისტის სახელმძღვანელო: სახელმძღვ. (ავტორი). განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2016.-265გვ.
- ენდოდონტიის საფუძვლები: სახელმძღვ. სტომატოლ. ფაკ. სტუდ. (თანაავტორი). – თბილისი, შპს “სეზანი”, 2009. – 255გვ.. – ISBN: 978-9941-0-1088-0
- ბაზისურიდაკლინიკურიენდოდონტია: სახელმძღვ. (ავტორი). – თბილისი, სიესტა, 2012. – 406გვ.. – ISBN: 978-9941-414-75-6
- რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში: სახელმძღვ. (ავტორი). – თურქეთი, “IMAK”, 2018