Giorgi Menabde

Giorgi Menabde

Board Member

გიორგი მენაბდემ 1980 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ლაზერების გამოყენება სტომატოლოგიაში” და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1987-1992 წლებში სწავლობდა მოსკოვის სტომატოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “ექსპანდერის გამოყენება თავისა და კისრის რდგენით ქირურგიაში”  და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათ დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

გიორგი მენაბდე 1980 წლიდან ეწევა პრაქტიულ საქმინობას მედიცინაში. 1980-1981 წლებში მუშაბდა ქ. მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკაში ქირურგ-სტომატოლოგად. 1982-1987 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე – ასისტენტად. 1987-1992 წლებში მუშაობდა მოსკოვში სტომატოლოგიის ინსტიტუტის თავისა და კისრის მიკროქირურგიის განყოფილებაში უფრის მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1992-1993 წლებში კი ასევე მოსკოვში ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის მიკროქირურგიის განყოფილების ორდინატორი გახლდათ. 1993-2002 წლებში გიორგი მენაბდე ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოდის კათედრის პროფესორია, 2002 წლიდან 2004 წლამდე კი – საქართველოს სახელმწიფოს სამედიცინო აკადემიის ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე. 2004 წელს გიორგი მენაბდე არჩეული იქნა საქართველოს სახელმწოფო სამედიცინო აკადემიის რექტორად, ხოლო 2006 წელს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორად. 2009 წლიდან დღემდე გიორგი მენაბდე ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. ამავდროულად გიორგი მენაბდე სტომატოლოგიური კლინიკა “დენტექსი-95-ის” კლინიკური ხელმძღვანელია. ასევე ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2004-2014 წლებში გიორგი მენაბდე იყო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო 2015 წელს მიენიჭა ამავე ასოციაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება.

გიორგი მენაბდე დაჯილოებულია საქართველოს ღირსების ორდენით.

სხვადასხვა დროს გიორგი მენაბდეს გავლილი აქვს სტაჟირებები  უცხოეთში:

  1. პრეჰოსპიტალური E.M.S კურსი, Magen David Adomi, ისრაელი, 2003 წ. სექტემბერი
  2. იმპლანტოლოგიის ქირურგიული პროცედურები. სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიის ფლორიდის აკადემია. აშშ. 2003 წ. ოქტომბერი

პროფესიული აქტივობები:      

გიორგი მენაბდეს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ღონისძიებასა და კონფერენციაში საქართველოში და საზღვარგარეთ

გამოქვეყნებული აქვს ასამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ ჟურნალებში.

სხვადასხვა წლებში გიორგი მენაბდე იყო 13 დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, 12 დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი და 8 დისერტაციის ექსპერტი.