წლიური ანგარიშგების პერიოდი დაავადებათა კონტროლის ცენტრში

კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ ახლოვდება წლიური ანგარიშგების პერიოდი. ანგარიშების გადაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი, რის შემდეგ შეწყდება ანგარიშების მიღება და დაგვიანებული დაწესებულებების სია  გადაეცემა სამინისტროს.

ანგარიშგება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე:  statistics.moh.gov.ge

აღარ არის საჭირო ანგარიშების მიტანა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ან რაიონულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში,  მათ დაეკისრება  საკონსულტაციო და ზედამხედველობის როლი. ფორმების ვიზუალური მხარე არ არის შეცვლილი და მათი შევსების წესი იგივე დარჩა, როგორც ქაღალდის მატარებელზე.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო ანგარიშების შევსების და პორტალზე ატვირთვის შესახებ  დადებულია ქვემოთ.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შემდეგ პიროვნებებს:

ქალბატონი ირინა კოჩაროვა – 599 49 36 39  irinakochar@gmail.com

ქალბატონი ციმი ჩანადირი-ჭაბუკაშვილი – 599 63 87 57 cimichanadiri@gmail.com

ბატონი კონსტანტინე კაზანჯანი – 595 95 74 00,   k.kazanjan@ncdc.ge

წლიური ანგარიშის შევსების მოკლე სახელმძღვანელო

🛑 აქვე შეგახსენებთ,  რომ კლინიკებმა, რომლებიც რეგულაციის ქვეშ ექცევიან, 2020 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე სახიფათო ნარჩენების წლიური ანგარიშგება პორტალზე http://wms.mepa.gov.ge/ უნდა განახორციელოთ.