ალბიუსი

სტომატოლოგიის ცენტრი ``ალბიუსი``

ქეთევან გოგილაშვილის მრავალწლიანი სამკურნალო, სამეცნიერო, სასწავლო-აღმზრდელობითი და მართვის გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსის“ დაარსებას.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის საქმიანმა რეპუტაციამ, საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხმა, საერთაშორისო და ნაციონალურ პროფესიულ და საზოგადოებრივ  ინსტიტუტებთან მჭიდრო და საქმიანმა ურთიერთობებმა და მზარდმა სოციალურმა  კაპიტალმა, ცენტრის  მაღალ ტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, საოცარი გემოვნებით შესრულებულმა ინტერიერის დიზაინმა, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად  ნატიფად შერჩეულმა ნიჭიერ ახალგაზრდათა გუნდმა, ახლადშექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის  განვითარების  მაღალი ტემპი და უკვე შემდგარი საერთაშორისო აღიარება და წარმატება განაპირობა.

ცენტრში ხდება კლინიკური, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების  პროგრამების განხორციელება. თითოეული სტომატოლოგი ჩართულია ევროპისა და ამერიკის უწყვეტი განათლების პროგრამებში, რაც უპირობოდ განაპირობებს პაციენტების მიმართ  ინდივიდუალურ მზრუნველობას, მაღალი ხარისხის, ექსკლუზიური მომსახურების მიწოდებას.

გარდა სტომატოლოგიური კლინიკისა, ცენტრში ფუნქციონირებს სასწავლო აკადემია, რომლის ბაზაზე ახალგაზრდა ექიმი-სტომატოლოგების, რეზიდენტების მუდმივი სწავლება, ცოდნის ურთიერთგაცვლა და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. აკადემიას სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო სფეროს შესაბამის კლინიკურ კომპეტენციებში უმაღლესი სტანდარტების მიღწევას ცდილობს. უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების მიღება შესაძლებელია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. ამ მიზნით ცენტრი ევროპის და ამერიკის სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო რესურსცენტრს ფლობს, სადაც ყოველთვიურად სხვადასხვა მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექციების, ვებინარებისა და სემინარების ჩატარება ხდება.

ცენტრში დაფუძნებულია პაროდონტოლოგიის და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლები.  ალბიუსის ბაზაზე ბოლო 4 წელიწადში 5 სახელმძღვანელო მომზადდა და გამოიცა.