ტრენინგი: ინფექციების კონტროლი

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებისთანავე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ დაგეგმა და განახორციელა რიგი ღინისძიებები.

2015 წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში შეიქმნა სახელმძღვანელო “ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიაში”, (2016 წელს შესაბამისი ნაციონალური გაიდლაინი), რომელზე დაფუძნებითაც   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის. პროგრამას აკრედიტაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიანიჭა.

დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 4000-ზე მეტი ექიმი სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული.

ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ” და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №343 დადგენილებითაა განსაზღვრული.

ტრენინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ტარდება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ტრენინგს უძღვებიან:

  • ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • დავით წერეთელი,  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი
  • დავით კაპანაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

სასწავლო გეგმა:
– მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა
– ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები
– ინსპექტირება, რეგულირება და თვითმონიტორინგი
– სტომატოლოგიური პერსონალის ხელების ჰიგიენა;
– სამედიცინო დაწესებულებაში გარემო ობიექტების ზედაპირების როლი ინფექციების გავრცელებაში;
– დეზინფექტანტების აქტივობაზე მოქმედი ფაქტორები;
– დეზინფექციის ძირითადი მეთოდები;
– წინასასტერილიზაციო დამუშავება;
– სტერილიზაცია;
– სტერილიზაციის ხარისხის კონტროლი;
– დეკონტამინაციის გარემოს მოწყობა – ძირითადი მოთხოვნები;
– სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წმენდა, დეზინფექცია, სტერილიზაცია – ხარისხის ძირითადი კრიტერიუმები;
– დეკონტამინაციის პირველი ეტაპი – ინსტრუმენტების მანუალური/ავტომატური წმენდა;
– ინსტრუმენტების დეზინფექცია, ძირითადი მოთხოვნები;
– ინტრუმენტების ინსპექცია;
– სტერილიზაცია – სტერილიზატორის სახეობები, სტერილიზაციის ეტაპის მონიტორინგი;
– გასტერილებული ინსტრუმენტების შენახვა;
– ნარჩენების შეგროვების, შენახვის და დამუშავების წესები;

სამუშაო აღწერილობა:
სამუშაო საათები: 10:00-15:00 საათამდე
მონაწილეობის საფასური: 50 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თი-ბი-სი” ბანკი
ანგარიში სნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
ბანკის კოდი: 220101850
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის ტრენინგში მონაწილეობის საფასური

რეგისტრაცია ტრენინგზე: ინფექციების კონტროლი