ქალთა მსოფლიო ფორუმი “ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“

2019 წლის 5-6 ივლისს, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესზე სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმს „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ უმასპინძლებს. ფორუმი სასტუმრო “შერატონში” ჩატარდება.

ფორუმს მსოფლიოს წამყვანი და უდიდესი სტომატოლოგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საპატიო წევრები უმასპინძლებენ. მათ შორის სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი (აშშ), სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ყოფილი პრეზიდენტები – თინ ჩან ვონგი (კორეა),  მიშელ არდენი (ბელგია), FDI-ს ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვესნა ფარტინგერი (ხორვატია) და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი (საქართველო).

ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში გახსნის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;

საქართველოს ესტუმრება ათულობით სტომატოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი მსოფოლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კონგრესზე განსახილველი ძირითადი თემები:

  • მაღალი მოდის სამყაროდან FDI -ის პრეზიდენტობამდე
  • პირის ღრუს ჯანმრთელობა და ზოგადი ჯანმრთელობა ქალებში
  • სტრესის გავლენა ქალის გარეგნობაზე
  • პირის ღრუს ჯანმრთელობა და ორალური კონტრაცეპტივები – თანამედროვე რეალობის ახალი ხედვა
  • კლინიკური შედეგების ესთეტიკის აღქმა. გენდერის გავლენა აღქმის პროცესზე
  • პირის ღრუს ჯანმრთელობა ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე: ორსულობიდან – ხანდაზმულობამდე
  • გულ-სისხლძართვთა დაავადებები და პირის ღრუს ჯანმრთელობა
  • მკერდის კიბო, საშვილოსნოს კიბო, გინეკოლოგიური ჯანმრთელობა და პირის ღრუს ჯანმრთელობა
  • აუტოიმუნური დაავადებით გამოწვეული პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემები
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენით გამოწვეული ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემები
  • დეპრესია და შფოთვა – გავლენა ქალის ჯანმრთლობაზე
  • თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ქალთა ჯანმრთლობისთვის
  • რეპროდუქციული ჯანმრთლობის საერთო პრობლემები ქალებისთვის
  • ჯანმრთელობა ემიგრანტ ქალებში: პრობლემები და გადაწყვეტილებები
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები – მათი უფლებები, ჯანმრთელობის საკითხები
  • სპეციფიური ალერგიული სიმპტომები ორსულებში – საინტერესო საკითხები სტომატოლოგებისთვის
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა და უგულებელყოფა, ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა – სტომატოლოგის როლი და პასუხისმგებლობა
  • ქალთა ჯანმრთელობა დასაქმების ადგილას – უფლებრივი მდგომარეობა და შრომითი უფლებები
  • ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეკონომიკური აქტივობა

კონგრესში მონაწილეობის ღირებულებაში შედის სამი სამსაათიანი მასტერკლასი ყველა მონაწილესთვის.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მთავარი გამოწვევაა, ქალთა უმაღლესი ტრიბუნალიდან მსოფლიოს ის მიღწევები წარუდგინოს, რაც საქართველოს ჯანდაცვის სექტორში უკანასკნელ წლებში განხორციელდა:

  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანგარიში
  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სტომატოლოგთა ჩართულობის მნიშვნელობა და განხორციელებული ღონისძიებები
  • საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირერებული სამეცნიერო კვლევების ანგარიში
  • საქართველოს წარდგენა, როგორც რეგიონის ლიდერის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ქალთა დეკლარირებული უფლებების რეალიზების და ქალთა ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში

ფორუმის ფორმატი ნახევრად აკადემიურია. სამეცნიერო ნაწილი ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს მოიცავს. სექციური მუშაობა წარიმართება ქალთა უფლებების და მომავლის პერსპექტივების, სტომატოლოგების როლზე გლობალური ავადობის, ქალთა ჯანმრთელობისა და გაძლიერების საკითხებზე.

ჩვენ, სტომატოლოგებს, შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი და მივცეთ ბიძგი ექიმ ქალთა მსოფლიო ორგანიზაციებს, ნაციონალურ და საერთაშორისო ასოციაციებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ისაუბრონ პრობლემებზე, ბარიერებზე, სტერეოტიპებზე და მომავლის პერსპექტივებზე.

არსებული გენდერული სტერეოტიპები გავლენას ახდენს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიძლიერეზე. პროფესიების და სპეციალობების არჩევა, დასაქმება, სამუშაო ადგილის ძიება, სწავლის პროცესი, ანაზღაურება – ეს ის საკითხებია, სადაც გენდერული სტერეოტიპების მავნე შედეგები თავს ყველაზე ნათლად იჩენს.

დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ემანსიპირებული ქალია – წარმატებული კარიერასა და პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში. ეს წარმატება, ხშირ შემთხვევაში, უამრავი ბარიერის, დაბრკოლების, სირთულის, ტკივილის, წინააღმდეგობის გადალახვის ხარჯზე იქნა მიღწეული. ამ ადამიანებს დღეს FDI – ს ტრიბუნაზეც ვხედავთ. თითოეული მათგანი შეიძლება როლური მოდელი იყოს ბევრი ჩვენგანისთვის – მათი გამოცდილების გაზიარებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ბევრი ადამიანის ცხოვრება.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში მოწმობს, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. მძიმე მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც. მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას საჭიროებს.

 

ორგანიზატორები:

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია (WDW)

ღირებულება

  • წევრი ექიმებისთვის – 220 ლარი
  • რეგიონების წარმომადგენელი წევრი ექიმებისთვის – 200 ლარი
  • წევრი რეზიდენტებისთვის/ სტუდენტებისთვის – 180 ლარი
  • არაწევრი ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის – 300 ლარი
  • ადგილზე რეგისტრაცია: 330 ლარი

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • ააიპ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
  • ს/კ: 205049534
  • მის: რ. თაბუკაშვილის 27, თბილისი
  • საბანკო რეკვიზიტები: ”თი-ბი-სი” ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
  • P.S. გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი მიუთითოთ ლათინური ასოებით, ისე როგორც გსურთ, რომ თქვენს სერტიფიკატზე ეწეროს.

კონტაქტი:

  • ტელ: 995 0322 309 711