საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-17 საერთ. კონგრესი ბათუმში | რეგისტრაცია

2021 წლის 9 -10 ივლისს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია უკვე მეჩვიდმეტედ გიწვევთ ქალაქ ბათუმში. კონგრესი სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.  მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება:

კოვიდ-საწინააღმდეგო მოთხოვნები:

  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 48 საათში ჩატარებული COVID-19 PCR ტესტის პასუხი ან
  • უნდა იყოს 2 დოზით ვაქცინირებული
  • კონფერენციაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ასოციაციის წევრები

 

წინასწარი პროგრამა

9 ივლისი

  • რთული პაროდონტული დეფექტების რეგენერაცია – ფილიპპო გრაციანი, პროფესორი, პიზას უნივერსიტეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
  • ქრომატულობის ინტელექტუალური ტექნოლოგია „ფერთა სტრუქტურა“- თანამედროვე სარესტავრაციო კომპოზიტების ოპტიკური რევოლუცია „OMNICHROMA“- კლინიკური დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები“ – ელენა მენდოსა, ა. ევდოკიმოვის სახელობის მოსკოვის მედიცინისა და სტომატოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი,”Tokuyama Dental” ბრენდის ელჩი
  • სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია, ლოკალური ანტიბაქტერიული და მარეგენერირებელი საშუალებები – მკურნალობის დამატებითი მეთოდები 2020 წლის EFP-ის გაიდლაინის მიხედვით – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • კბილის ნადებთან არაასოცირებული ღრძილის დაავადებები – იულია ჩუმაკოვა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოდესის საერთაშორისო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. უკრაინის ლაზერული სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  •  პირის ღრუს ჰიგიენა ქსერესტომიის  და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს  – ტატიანა კუპეცი,  DRC ჯგუფის სამეცნიერო და სამედიცინო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
  • ანტიბიოტიკების ეფექტური გამოყენების იმპლემენტაცია სტომატოლოგიაში-ალბანეთში, მაროკოში, თურქეთში და საქართველოში ჩატარებული კვლევის ანალიზი – ვლადიმერ მარგველაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი
  • ბავშვთა ასაკი და თინეიჯერები, პირის ღრუს მოვლის თავისებურებანი –  ელენე ხარაშვილი, ბავშვთა თერაპევტი სტომატოლოგი, ორთოდონტი. ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი. საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
  • დენტინის მომატებული მგრძნობელობა და მისი კორექციის მეთოდები ექიმი-სტომატოლოგის პრაქტიკაში, პირის ღრუს მოვლის ჰიგიენა  ამინოფტორიდებით: პათოგენური მიდგომა დენტინის ჰიპემგრძნობელობის დასაქვეითებლად – ნათია რუსაძე
  • სისხლით გადაცემული ინფექციები და დაინფიცირებული სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

მულტიდისციპლინური ბლოკი (ხანგრძლივობა 3 საათი) – დისკუსია საინტერესო კლინიკური შემთხვევების შესახებ რამდენიმე სპეციალისტის მონაწილეობით და აუდიტორიის ჩართულობით. მკურნალობის გაგმების განხილვა, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სტრატეგიები, რთული კლინიკური შემთხვევების მკურნალობის დაგეგმარებისას გადაწვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედი ფაქტორები. პროფესიონალები პროფესიონალებისთვის – სპიკერების და კონგრესის მონაწილეებიის მსჯელობა და დისკუსია კლინიკური შემთხვევების გარშემო.

  • კბილის რეტენცია და მათი ორთოდონტიული მკურნალობის საინტერესო გზა – გიორგი მენაბდე, ოთარ დარჯანია, კლინიკა “დენტექსი 95”
  • განმეორებითი ენდოდონტია, მწვერვალის შემდგომი რეზექციით – ეგნატე გიორგაძე, ნათია რუსაძე, კლინიკა “დენტოკლუბი”
  • იატროგენული ფაქტორებით განპირობებული გართულებების მართვა – გიორგი აფხაძე, თეა ნაცვლიშვილი, მარიამ ნანეიშვილი, ნინო ნებიერიძე, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”
  • ღრმა თანკბილვის ესთეტიურ-ფუნქციური რეაბილიტაცია მულტიდისცილინური მიდგომით – ნიკოლოზ ხეცურიანი, ნათია  კეთილაძე, იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრი – კახა ხარებავას კლინიკა
  • სუპრასკრესტალური სივრცის აღდგენა და განმეორებითი პროტეზირება – ლალი ქოჩიაშვილი, თამთა თევზაძე, კლინიკა “დენსი”
  • ყოველდღიური დილემა: კბილის ექსტრაქცია თუ შენარჩუნება – თეა ნაცვლიშვილი, ნინო ნებიერიძე, მარიამ ნანეიშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”
  • რბილი და მაგარი ქსოვილების ეფექტური მართვა ესთეტიურ ზონაში – ავთანდილ მაჭავარიანი, მარიკა რამიშვილი, კლინიკა “დენტექსი 95”
  • ფესვის სწრაფი ექსტრუზია შემდგომი პროტეზირებით – ნათია რუსაძე, დავით თოიძე, კლინიკა “დენტოკლუბი”

 

10 ივლისი

HANDs-on კურსები კონგრესის ყველა მონაწილისთვის

ფესვის არხის ინტრარადიკულური პრეპარირების პრინციპები

სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ალბიუსის“ ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

  • ენდოდონტიური ინსტრუმენტების დახასიათება და მათი გამოყენების პროტოკოლი
  • მუშაობის თანმიმდევრობა
  • ენდობუნიკები, მათი დახასიათება და მუშაობის თავისებურებები
  • კბილის არხის დამუშავების და ფორმირების ძირითადი პრინციპები როტაციული/მექანიკური ინსტრუმენტებით
  • ირიგანტები, ანტისეპტიკები და არხშიდა ნახვევები
  • არხის დაბჟენის მეთოდები

საღეჭი კბილების სწრაფი და ეფექტური რესტავრაციის სტრატეგია

მარიამ ქურციკიძე, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ თერაპევტი სტომატოლოგი,  სამეცნიერო კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ გენერალური მდივანი, „ქალები სტომატოლოგიაში“ ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი

ნინო ნებიერიძე, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ თერაპევტი სტომატოლოგი,  სამეცნიერო კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ გენერალური მდივანი, „ქალები სტომატოლოგიაში“ ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

  • საღეჭი კბილების ანატომიის და არტიკულაციის საკვანძო საკითხები
  • კბილის ჰისტოლოგიური შენება და მისი გამოყენება ბიომიმეტიკური რესტავრაციის დაგეგმვის დროს
  • ადჰეზიური სისტემის შერჩეა
  • ანაბეჭდის გამოყენების ჩვენებები და „უკუჩვენებები“
  • საანაბეჭდო მასალის შერჩევა და გამოყენების პროტოკოლი

 

რეგისტრაცია

ყველა მონაწილემ უნდა შეავსოს წინამდებარწ ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1wmGcWFpOVw9ax5hArEvStYEgaH9GZ3FWvMAhXAkcFF8/viewform?edit_requested=true

 

მონაწილეობის ღირებულება – 350 ლარი (Hands-on კურსების ჩათვლით)

კოვიდ-პანდემიის და არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კონგრესში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ, ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ ასოციაციის წევრები შეძლებენ. გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gsa.ge/join-the-gsa/

საბანკო რეკვიზიტები:

  • ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
  • “თიბისი” ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
  • დანიშნულება: სახელი / გვარი -ის კონფერენციაში მონაწილეობის საფასური
  • რეგისტრაცია სრულდება 21 ივნისს.