2020 წლის 1 აგვისტოს სტომატოლოგთა ასოციაციის ბათუმის რეგიონული კონფერენცია გაიმართება

2020 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია უკვე მეთექვსმეტედ გიწვევთ ქალაქ ბათუმში კონფერენციაზე. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. საერთაშორისო კონგრესის ნაცვლად, რეგიონული კონფერენცია გაიმართება მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით.

პროგრამის გადმოწერა: GSA CONFERENCE 2020

პროგრამა

08:00-09:30 მონაწილეთა რეგისტრაცია, საგამოფენო  სივრცის დათვალიერება

09:30-10:00 კონფერენციის ოფიციალური გახსნა, ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრთა წარდგენა

10:00-10:40 ღრძილის რეცესიასთან დაკავშირებული კბილის ყელის არაკარიესული დეფექტები.

ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

10:40-11:00 პაროდონტის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში პაროდონტაქსის ახალი ფორმულის გამოყენების პერსპექტივა. ®

მარიამ ქურციკიძე –   სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ გენერალური მდივანი

11:00-12:30 ფრონტალური კბილების ესთეტიკური რეაბილიტაცია კომპოზიტური ვინირებით (ლექცია, Hands-on კურსი ყველა მონაწილესთვის).

თეა ჩუბინიძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი

12:30-13:10 ფესვის არხის პათოლოგიური რეზორბციის ენდოდონტიური მკურნალობის პროტოკოლი ბავშვებში და მოზრდილებში.

სოფიო სამხარაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

13:10-13:20 Fotona-ს ლაზერული სისტემების უსაზღვრო შესაძლებლობები სტომატოლოგიაში. ®

ქეთევან გელაშვილი – პაროდონტოლოგი, „ალბიუსის“ პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის პერიოკლუბის ხელმძღვანელი.

13:20-14:20 შესვენება

14:20-15:00 ყბა-კბილთა სისტემის ძვლოვანი პათოლოგიები.

გიორგი მენაბდე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

15:00-15:10 დენტალური ენდოოსალური იმპლანტის შერჩევის მნიშვნელობა ძვლის ტიპის მიხედვით. ®

მამუკა გოგიბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

15:10-15:50 რაციონალური პროტეზირება იმპლანტებზე – იმპლანტაციის წარმატების საფუძველი.

ვლადიმერ მარგველაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

15:50-17:00 პაროდონტული ჯიბის მკურნალობა – რა შეიცვალა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) მკურნალობის 2020 წლის გაიდლაინში;  ულტრაბგერითი ინსტრუმენტირების ძირითადი პრინციპები: უსაფრთხოება და ეფექტურობა.

თეა ნაცვლიშვილი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთან საბჭოს წევრი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ RADIX-ის ვიცე-პრეზიდენტი.

17:00-17:10 თავისუფალი ჟანგბადის გამოყენების პერსპექტივები პირის ღრუს მოვლის ინდუსტრიაში. ®

ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება:

  • 100 ლარი (ასოციაციის წევრებისთვის)
  • 180 ლარი (ასოციაციის არაწევრებისთვის)

საბანკო რეკვიზიტები:
ააიპ “საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია”
“თიბისი” ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE19TB1100000107700215
საიდენტიფიკაციო კოდი: 205049534
დანიშნულება: სახელი / გვარი -ის კიონფერენციაში მონაწილეობის საფასური