პარტნიორები

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა არარეგისტრირებული კავშირი “საქართველოს სტომატოლოგთა ეროვნული კონსორციუმი”.

კავშირში გაწვრიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები:

ა(ა)იპ „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ქეთევან გოგილაშვილი)
ა(ა)იპ „საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ზურაბ ჩიჩუა
ა(ა)იპ „საქართველოს იმპლანტოლოგთა (წარმომადგენელი ვლადიმერ მარგველაშვილი)
ა(ა)იპ „სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი“ (წარმომადგენელი ნინო გვასალია)
ა(ა)იპ „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“ (წარმომადგენელი ლალი ქოჩიაშვილი)
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება“ (წარმომადგენელი ანა გიბიშვილი)
ა(ა)იპ “საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირი“ (წარმომადგენელი ლევან პერტენავა)

კავშირის სრული სახელწოდებაა: “საქართველოს სტომატოლოგთა ეროვნული კონსორციუმი” ხოლო ინგლისურ ენაზე სრული სახელწოდებაა Georgian National Dental Consortium.

კავშირი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში მოსახლეობის სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესებას, პრაქტიკული სტომატოლოგიის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს შემდეგ ამოცანებს:

  • მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაცნობა კლინიკური და ექსპერიმენტული სტომატოლოგიის სფეროში;
  • კავშირის წევრების მოქმედების კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი და სამეცნიერო ურთიერთობების და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის;
  • კავშირების დამყარება უცხოეთის სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და ცენტრებთან სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და სამედიცინო პერსონალის მომზადების მიზნით;
  • ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერულ კვლევათა ორგანიზებას და ხელშეწყობას სტომატოლოგიაში;
  • თემატური და პოლიპროფილური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზებას;
  • საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესების, კონფერენციების, შეხვედრების მოწყობის ორგანიზება;
  • კავშირის წევრთა ინფორმირებას საერთაშორისო სტომატოლოგიური ფორუმების შესახებ, მათ მიერ საზღვარგარეთის კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობას;
  • საჭიროების შემთხვევაში ექიმ-სტომატოლოგთა უფლებების დაცვას;
    პერიოდული სამეცნიერო – პრაქტიკული ჟურნალის გამოცემას;
  • “საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებით, ექიმთა პროფესიულ ასოციაციებზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.