საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით ტარდება სტომატოლოგთა მე-13 ზამთრის კონფერენცია – „ბაკურიანი 2022“- 25-27 თებერვალს, დაბა ბაკურიანში. მასში მონაწილეობას მიიღებს 160 სტომატოლოგი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, კლინიკის ხელმძღვანელები, სტომატოლოგიურ ბაზარაზე არსებული წამყვანი კომპანიები და ფარმაცევტული ფირმები.
სამეცნიერო ნაწილის მიღმა , გაიხსნება საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსებული იქნება მონაწილე კომპანიების პროდუქცია.
სემინარზე სპიკერების რანგში წარსდგებიან საქართველოს წამყვანი კლინიცისტი სტომატოლოგები.
სემინარის მასპინძელია სასტუმრო ” ბაკურიანი ინნი”.
სემინარი ჩაივლის არსებული ყველა რეგულაციის დაცვით.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (GSA), საერთაშორისო სტომატოლოგთა სკოლა, კლინიკა „სმაილ ქეარი“.
გამოფენაში მონაწილე კომპანიები და სპონსორები: „PSP“ (Biorepair, Revyline); „Voco“; „GEA“; „OralCare“; “profbeauty“- „Curaprox“; „Elkadent“; „Web app“; „Rich Group“- „Azadent Pharma“; „Elit Depo“; “GPC“- „Schulke“; „Lacalute „; „Sonisk“
სამეცნიერო ნაწილის პროგრამა
- ”ოკლუზიის რეაბილიტაციის თავისებურებანი საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.”
თამარ თოფურია – მედიცინის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ორთოდონტიის სარეზიდენტო — სასწავლო ბაზის პროგრამის ხელმძღვანელი, კლინიკა ”დენტალ აკადემიის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ”დიპლომისშემდგომი საერთაშორისო ”FACE” პროგრამის ფუნქციურ ოკლუზიასა და ორთოდონტიაში” კურსდამთავრებული, გნათოლოგი, ორთოდონტი, საქართველოს ფუნქციური სტომატოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. - „როგორ ავირიდოთ თავიდან ექიმისა და პაციენტის სამართლებრივი და ეთიკური დავები“
ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, “ალბიუსის“ სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ხელმძღვანელი.
- „საინტერესო კლინიკური შემთხვევეაბი პირის ღრუს ონკოლოგიაში“ კონსტანტინე მარდალეიშვილი – კლინიკის ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი, მედიცინიც მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- „ღრძილის რეცესია, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობის მიზანი და შედეგები . კლინიკური შემთხვევების განხილვა“; „გინგივოტომია და ოსტეოპლასტიკა- დაგეგმარებიდან ნაკერების მოხსნამდე“
ლალი ქოჩიაშვილი – ყბა-სახის ქირურგი, პაროდონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსის“ პერიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტრენერი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი.
- „ინფიცირებული არხების მენეჯმენტი. ასპექტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის სასურველ, სტაბილურ შედეგს
ნინო ოსიძე-ენდოდონტისტი თერაპევტი, ორთოპედი, ქირურგი სტომატოლოგი. პრაქტიკოსი ექიმი კლინიკა „N clinic“-ში და სასწავლო საავტორო კურსის დამფუძნებელი; (22 წლიანი გამოცდილებით).
- „კერამიკული ვინირები- კლინიკური პრაქტიკის ანალიზი“
თენგო ბინიაშვილი – სტომატოლოგიური კლინიკის „ელიტ კერამიკოს“და სტომატოლოგიის ცენტრ „ ალბიუსის“ ორთოპედი
- „რთული ქირურგიული სიტუაციის მარტივი გამოსავალი“
ზურაბ შეყილაძე – ქირურგი – იმპლანტოლოგი, საერთაშორისო სპიკერი
- „ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის რამდენიმე წესი, პაციენტის ნდობის მოპოვებისა და სტომატოლოგთან ვიზიტის ფობიის შესამცირებლად „
ნათია ფანჯიკიძე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიის ცენტრის „კამარა“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი
- „აქციე ლაბორატორიული სირთულეები შესაძლებლობად“ – რობინზონ ჭელიძე აი ლაბის მასტერ ტექნიკი, ტექნიკური ხელმძღვანელი
- „ღრძილის ესთეტიკის როლი ესთეტიკური ღიმილის მისაღებად- კლინიკური ქეისების მაგალითი“ – ნინო გელაშილი, საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრ „ სმაილ ქეარი“-ს პაროდონტოლოგი, ქირურგი.
- „ინტერმედის პირის ღრუს თანამედროვე სამკურნალო და მოვლის საშუალებები“- თამუნა ნინიაშვილი , კომპანია „აზადენტ ფარმა“-ს ხელმძღვანელი
- „ტექნოლოგიური პროგრესი სტომატოლოგიურ კლინიკებში“ – ლევან მესხიშვილი, თანადამფუძნებელი , დირექტორი
- „ლაკალუტი – გერმანული პირის ღრუს მოვლის საშუალებები „ – ირმა ჯანაშია , „ნატუსანა“-ს სამედიცინო წარმომადგენელი.
- „სონისკი – ბრწყინვალე ღიმილი და ჯანმრთელი ღრძილები“- ქეთევან დოლიძე, საქართველოს უნივერსიტეტის კლინიკა „იუჯი დენტი“-ს პაროდონტოლოგი, თსუ დოქტორანტი
დამატებიტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით GDS-ს შემდეგ ნომერზე: 599232396