2021 წლის 12 თებერვალს, 12 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და ტელეკომპანია “პულსი” გეპატიჟებათ პირველ ონლაინ სტომატოლოგიურ კონფერენციაზე
წინასწარი პროგრამა
პაროდონტოლოგიური მკურნალობის დაგეგმარება თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში
ქეთევან გოგილაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (თბილისი, საქართველო)
მხატვრის თვალით დანახული აკრძალული ღიმილი
გია გუგუშვილი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი. (თბილისი, საქართველო)
რა იცვლება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი შრომის კოდექსით
თამარ კერძაია – ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ განათლების კომიტეტის თავჯდომარე, შრომის სამართლის ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თბილისი, საქართველო)
რა შეიცვალა გინგივოტომიის და ოსტეოპლასტიკის პროცედურებში: დაგეგმარება და ქირურგიული ტექნიკები
ლალი ქოჩიაშვილი – ყბა-სახის ქირურგი, პაროდონტოლოგი, კლინიკა ,,დენსის” პაროდონტოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (თბილისი, საქართველო)
FDI-ს რეკომენდაციები ყოველდღიურ დენტალურ რადიოგრაფიაში
ანი მაისურაძე – დიპლომირებული სპეციალისტი კლინიკურ პაროდონტოლოგიასა და ესთეტიკურ სტომატოლოგიაში. მარსელის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა მაგისტრი. ლიცენზირებული და მოქმედი სპეციალისტი სამედიცინო რადიოტექნოლოგიაში. (მარსელი, საფრანგეთი)
ღიმილი ფოტოგრაფიაში
გურამ მურადოვი – ფოტოგრაფი (თბილისი, საქართველო)
დისტალური თანკბილვა: მკურნალობის 5 განსხვავებული გზა
ზვიად რეკვავა – მედიცინის დოქტორი. ორთოდონტების მსოფლიო ფედერაციის, ამერიკის ორთოდონტთა ასოციაციის და რუსეთის ორთოდონტთა ფედერაციის წევრი. (რუსეთი, სტავროპოლი)
კბილის ფერიას ფენომენი
ბაკურ კოტეტიშვილი – ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი (თბილისი, საქართველო)
თაბეჭდილების დიზაინი – კლინიკის დიზაინი, როგორც კომუნიკაციის ნაწილი
ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
ესთეტიკის ზონაში იმპლანტის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეცესიის ახალი კლასიფიკაცია
თეა ნაცვლიშვილი – სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ქირურგი პაროდონტოლოგი, ალბიუსის საერთაშორისო პერიოსკოლის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის ვიცე-პრეზიდენტი (თბილისი, საქართველო)
რთული პაციენტების იმპლანტაცია და ადრეული დატვირთვა
ინგა დემეტრაძე – ქირურგი, ორთოპედი. მეცნიერებისა და პრაქტიკის გერმანული აკადემია. (ბერლინი, გერმანია)
კბილის ყელის მიდამოს დაზიანებები – თანამედროვე მიდგომა
სოფო სამხარაძე – მედიცინის დოქტორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურევანი და ქართულენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი. (თბილისი, საქართველო)
კონფერენცია LIVE რეჟიმში ასოციაციის Facebook გვერდზე, 2021 წლის 12 თებერვალს, 12 საათზე დაიწყება.