სიახლეები

სტომატოლოგთა ასოციაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი

2022 წლის 8-9 ივლისს ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-18 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. ღონისძიების მე-18 სეზონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. წელს პირველად GSA-ს გარშემო გაერთიანდება პარტნიორი დარგობრივი ორგანიზაციები და კონგრესში მონაწილეობას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან ერთად მიიღებენ. ორგანიზატორი: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია; საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია; საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”; საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია; საქართველოს სტომატოლგთა საზოგადოება; ალბიუსის პერიო-სკოლის კლუბი; ფუნქციონალური სტომატოლოგიის ასოციაცია; საქართველოს დამოუკიდებელ ორთოპედთა და იმპლანტოლოგთა კავშირი; ქალები სტომატოლოგიაში; კონგრესზე პარტნიორ ორგანიზაციებს დაეთმობათ 1,5-2 საათი, რომლის ფარგლებშიც, GSA-სთან ერთად, წარმოადგენენ სპიკერებს, კლინიკურ შემთხვევებს, მასტერ კლასებს და საინტერესო დისკუსიებს აუდიტორიასთან. გაფორმდება

ანგარიშგების პერიოდი | სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელების საყურადღებოდ!

კოლეგებო, ახლოვდება ანგარიშგების პერიოდი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ ახლოვდება წლიური ანგარიშების პერიოდი დაავადებათა კონტროლის ცენტრში. წყარო: https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=8ad388ba-01a7-49f9-80f7-3330fea73a7e მისამართი  –  statistics.moh.gov.ge შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შემდეგ პიროვნებებს: ქალბატონი ირინა კოჩაროვა – 599 49 36 39  irinakochar@gmail.com ქალბატონი ციმი ჩანადირი-ჭაბუკაშვილი – 599 63 87 57 cimichanadiri@gmail.com ბატონი კონსტანტინე კაზანჯანი – 595 95 74 00,   k.kazanjan@ncdc.ge წლიური ანგარიშის შევსების მოკლე სახელმძღვანელო სტომატოლოგიური კლინიკები ავსებენ  – ფორმა 01   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 მარტამდე ყველა კლინიკამ, რომელიც ექცევა რეგულაციის ქვეშ, უნდა წარადგინოს წლიური

დაქირავებულ პირთა რეესტრი | სავალდებულო მოთხოვნა

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან,   დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება ხდება სავალდებულო. დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი).  დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა

სტომატოლოგებს პჯრ (PCR) ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

კოლეგებო, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნულ ცენტრს სტომატოლოგების PCR ტესტირების პროგრამაში ჩართვის შესახებ.  წერილის პასუხად ცენტრისგან მივიღეთ ინფორმაცია სტომატოლოგების პჯრ (PCR) დატესტვის თაობაზე. კერძოდ, როგორც ცენტრში განგვიმარტეს, 7 დეკემბრიდან სტომატოლოგები (და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი) დაექვემდებარებიან სავალდებულო PCR ტესტირებას 14 დღეში ერთხელ. ტესტირება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამით სარგებლობისთვის უნდა დაუკავშირდეთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ლაბორატორიებს და შეთანხმდეთ თანამშრომლობის პირობებზე. მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებული ლინკის საშუალებით: https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ტესტირება ამ ეტაპზე სტომატოლოგებზე არ ვრცელდება

საქართველოში გართულებული ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო, გაძლიერდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები. სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის N1938 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის № 975 განკარგულებით დამტკიცებულ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესში“. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსზე სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარა ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მთელი სამედიცინო პერსონალი (მ.შ. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი ფიზიკური

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა სტაციონარული  და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება (სტომატოლოგიური კლინიკების ჩათვლით) ვალდებულია, ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, კლინიკების მიერ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მონაცემების გადაცემა (გარდა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიწოდებული შემთხვევებისა) 2021 წლის 1 იანვრამდე ხორციელდება საპილოტე

სტომატოლოგიური დაწესებულებების საყურადღებოდ – რეგულირების სააგენტოს განცხადება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: 11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების  შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება. შეტყობინების ფორმა შეტყობინების ფორმის შევსების ინსტრუქცია რეკომენდაციები სრული ტექსტი: http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/509-stomatologiuri-datsesebulebebis-sakuradghebod

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება 2020 წლის 5 მაისის მთავარ არხზე საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს. სიუჟეტის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რაც სტომატოლოგების პროტესტის მიზეზი გახდა. ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყვება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის სინქრონი. სინამდვილეში, ინტერვიუს დროს ამ საკითხზე გაკეთებული ალხანიშვილის კომენტარი შეეხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და არა საქართველოში არსებულ რეალობას. გასულ სიუჟეტში კონტექსტი სრულად შეცვლილია  და გაშუქებულია ისე, თითქოს აღნიშნული პროტესტი სწორედ საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ვალდებულად მიიჩნევს, გაავრცელოს აღნიშნული განცხადება, რათა მოსახლეობა არ

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება

ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება.  იხილეთ ბრძანება ბრძანება წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას.

დროებითი გაიდლაინი სტომატოლოგიური მომსახურების მენეჯმენტისთვის

კოლეგებო, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობამ და ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავეს სტომატოლოგური მომსახურების მენეჯმენტის დროებითი გაიდლაინი, სადაც გაწერილია: ალგორითმი “დროებითი გაიდლაინი გადაუდებელი და მწვავე პაციენტების განსაზღვრისთვის” ალგორითმი “გადაუდებელი პაციენტების სკრინინგი COVID-19 ინფექციის იდენტიფიცირების მიზნით” სტომატოლოგიური მანიპულაციების რისკის შეფასების ალგორითმი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების რეკომენდაციები სხვადასხვა რისკის შემცველი მანიპულაციების შესაბამისად ინფექციების კონტროლის პრინციპები პანდემიის პირობებში მესამე ალგორითმის  შემუშავების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მანიპულაციების რისკის შეფასება იმ მიზნით, რომ მარეგულირებელმა შეძლოს მათი ეტაპობრივად დაშვება დროის სხვადასხვა ინტერვალით. სამივე ალგორითმი მიზნად ისახავს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების პრიორიტეტულობის განსაზღვრას, სკრინინგს და რისკების შეფასებას. არაა გამყარებული