ღონისძიებები

ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის კონგრესი

20-23 ივნისს ამსტერდამში პაროდონტოლოგთა საერთაშორისო კონგრესი Europerio9 ჩატარდა. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა დელეგატებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილი. Europerio9-ს წელს 10 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციებთან ერთად სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი პაროდონტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის პრეზენტაციამ გამოიწვია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებში დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს. კონგრესის ფარგლებში არაერთი

შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე

2016 წლის 7 ივლისს, საქართველოს მთავრობის #317 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი –სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დამტკიცდა. ტექნიკური რეგლემანტით სამედიცინო საქმიანობაში რადიაციული უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრა და მოთხოვნები ევროკავშირის დირექტივებთან მოვიდა შესაბამისობაში. მოთხოვნები ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 – ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული მუხლი მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევას არეგულირებს. ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისიდან. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს