ღონისძიებები

ზურაბ ალხანიშვილი

ახალი სახელმძღვანელოს “აქციე შენი კლინიკა ბრენდად” გაიმართა

2020 წლის 21 იანვარს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს “აქციე შენი კლინიკა ბრენდად – სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი” პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის და ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთევან გოგილაშვილის ავტორობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. (თანაავტორები: ალექსი ჩიქოვანი, ნინო გვასალია, თინი ოსეფაშვილი, ნინო ანდრიაძე, გვანცა ტაბაღუა) ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ:  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, პრორექტორი – პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი, პრორექტორი მზექალა აჭაიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ასევე თსუ მედიცინის ფაკულტეტის

სახიფათო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში – ტრენინგები გრძელდება

2019 წლის 9-10 ნოემბერს, ექსპო-ჯორჯიაში, თბილისის მედიცინის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე და ჩატარდა ტრენინგი “სახიფათო ნარჩენების მართვა სტომატოლოგიაში” ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი. განხილული იყო ნაციონალური საკანონმდებლო მოთხოვნები და საერთაშორისო რეკომენდაციები, ეტიკეტირების და სეპარირების სისტემა, ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების პრინციპები და ელექტრონული აღრიცხვა-ანგარიშგება. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: http://gsa.ge/case-studies/waste/

კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე

2019 წლის 9 ნოემბერს, ექსპო-ჯორჯიაში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის საკითხებზე. კონფერენცია თბილისის მედიცინის ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობდა. სტომატოლოგიურ საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის გენერალური მდივანი მამუკა მარგველაშვილი და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე წარსდგნენ. კონფერენციის თემატიკა ასოციაციის წევრების ინიციატივით შეირჩა და მოიცავდა ყველაზე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სავალდებულო იმუნიზაცია, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, სახიფათო ნარჩენების მართვა, რადიაციული უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და სხვ. მოხსენებებით წარსდგნენ: ლიკა ჭაბიძე – დაავადებათა კონტროლისა და

სან – ფრანცისკოში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მსოფლიო კონგრესი გაიმართა

2019 წლის 4-8 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) და ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ერთობლივი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა. ADA და FDI ერთობლივად 1 მილიონ სტომატოლოგს წარმოადგენს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში ჩართულები იყვნენ დელეგატები საქართველოდანაც. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას, როგორც FDI-ს წევრ ასოციაციას, FDI-ს მმართველ ორგანოში ორი დელეგატი (ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი და ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი) ჰყავს. გენერალურ ასამბლეაზე მოხდა მნიშვნელოვანი გაიდლაინების დამტკიცება (კარიესული დაზიანებები და პირველი რესტავრაციული მკურნალობა; დაზიანებული რესტავრაციების აღდგენა;

ზურაბ ალხანიშვილი

სტომატოლოგთა ასოციაციაში ტრენინგები გრძელდება

2019 წლის 15 მარტს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფიში მორიგი ტრენინგი ჩატარდა ინფექციების კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხებზე. . დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 4000-ზე მეტი ექიმი სტომატოლოგი, ექთანი და დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირია გადამზადებული. ტრენინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა და გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი. ტრენინგს უძღვებოდნენ: ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით წერეთელი,  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: – მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიმიხილვა – ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები და საკვანძო საკითხები – ინსპექტირება,

20 მარტი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა!

პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნება. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უერთდება პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას. საერთაშორისო კამპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებზე და ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის. გარდა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა, წელს ხორციელდება მედია და სოც. მედია კამპანია. შემოგვიერთდი! გადმოწერე ქავერის ფოტოს შაბლონი, განათავსე შენი ფოტო და გახდი სამაგალითო! მიმაგრებულ ფაილში იხილავთ psd ფაილს და შესაბამის შრიფტებს: https://bit.ly/2Cwm1R7 სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ შემდეგი

სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრონციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია გაიმართა

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა. ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის-FDI -ის 106-ე მსოფლიო კონგრესი

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის-FDI -ის 106-ე მსოფლიო კონგრესა, 5-8 სექტემბერს, ბუენოს აირესი მასპინძლობდა. კონგრესში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ტრადიაციულად, აქტიურად იყო ჩართული. პროფ. ქეთევან გოგილაშვილი, რომელიც FDI-ს ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის გამგეობის წევრიც გახლავთ, ქალთა ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და ექიმ ქალთა პრობლემურ საკითხებზე და საქართველოში მსოფლიო ფორუმის ჩატარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მოხსენებით გამოვიდა საქ. სტომ. ასოციაციის გენ. მდივანი, პროფ. მამუკა მარგველაშვილი. მან, როგორც ევროპის რეგიონალური ორგანიზაციის-ERO -ს სამუშაო ჯგუფის (კომიტეტის) თავმჯდომარემ, ჩვენი სტომატოლოგებისთვის მნიშვნელოვან და აუცილებლად გადასაწყვეტ საკითხებთან ერთად დააყენა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ERO-ს სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. 6

ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის კონგრესი

20-23 ივნისს ამსტერდამში პაროდონტოლოგთა საერთაშორისო კონგრესი Europerio9 ჩატარდა. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა დელეგატებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილი. Europerio9-ს წელს 10 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციებთან ერთად სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი პაროდონტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის პრეზენტაციამ გამოიწვია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებში დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს. კონგრესის ფარგლებში არაერთი

შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე

2016 წლის 7 ივლისს, საქართველოს მთავრობის #317 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი –სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დამტკიცდა. ტექნიკური რეგლემანტით სამედიცინო საქმიანობაში რადიაციული უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრა და მოთხოვნები ევროკავშირის დირექტივებთან მოვიდა შესაბამისობაში. მოთხოვნები ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 – ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული მუხლი მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევას არეგულირებს. ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისიდან. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს