COVID-19

დაქირავებულ პირთა რეესტრი | სავალდებულო მოთხოვნა

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან,   დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება ხდება სავალდებულო. დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი (აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი).  დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებული ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა, იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსების წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა

სტომატოლოგებს პჯრ (PCR) ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

კოლეგებო, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნულ ცენტრს სტომატოლოგების PCR ტესტირების პროგრამაში ჩართვის შესახებ.  წერილის პასუხად ცენტრისგან მივიღეთ ინფორმაცია სტომატოლოგების პჯრ (PCR) დატესტვის თაობაზე. კერძოდ, როგორც ცენტრში განგვიმარტეს, 7 დეკემბრიდან სტომატოლოგები (და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი) დაექვემდებარებიან სავალდებულო PCR ტესტირებას 14 დღეში ერთხელ. ტესტირება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამით სარგებლობისთვის უნდა დაუკავშირდეთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ლაბორატორიებს და შეთანხმდეთ თანამშრომლობის პირობებზე. მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებული ლინკის საშუალებით: https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ტესტირება ამ ეტაპზე სტომატოლოგებზე არ ვრცელდება

საქართველოში გართულებული ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო, გაძლიერდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები. სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის N1938 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის № 975 განკარგულებით დამტკიცებულ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესში“. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსზე სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარა ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მთელი სამედიცინო პერსონალი (მ.შ. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი ფიზიკური

სტომატოლოგიური დაწესებულებების საყურადღებოდ – რეგულირების სააგენტოს განცხადება

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: 11 მაისიდან, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დაიწყებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების  შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, განახორციელონ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება. შეტყობინების ფორმა შეტყობინების ფორმის შევსების ინსტრუქცია რეკომენდაციები სრული ტექსტი: http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/509-stomatologiuri-datsesebulebebis-sakuradghebod

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება 2020 წლის 5 მაისის მთავარ არხზე საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს. სიუჟეტის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რაც სტომატოლოგების პროტესტის მიზეზი გახდა. ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყვება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის სინქრონი. სინამდვილეში, ინტერვიუს დროს ამ საკითხზე გაკეთებული ალხანიშვილის კომენტარი შეეხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და არა საქართველოში არსებულ რეალობას. გასულ სიუჟეტში კონტექსტი სრულად შეცვლილია  და გაშუქებულია ისე, თითქოს აღნიშნული პროტესტი სწორედ საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ვალდებულად მიიჩნევს, გაავრცელოს აღნიშნული განცხადება, რათა მოსახლეობა არ

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება

ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება.  იხილეთ ბრძანება ბრძანება წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას.

დროებითი გაიდლაინი სტომატოლოგიური მომსახურების მენეჯმენტისთვის

კოლეგებო, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობამ და ექსპერტთა საბჭომ შეიმუშავეს სტომატოლოგური მომსახურების მენეჯმენტის დროებითი გაიდლაინი, სადაც გაწერილია: ალგორითმი “დროებითი გაიდლაინი გადაუდებელი და მწვავე პაციენტების განსაზღვრისთვის” ალგორითმი “გადაუდებელი პაციენტების სკრინინგი COVID-19 ინფექციის იდენტიფიცირების მიზნით” სტომატოლოგიური მანიპულაციების რისკის შეფასების ალგორითმი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების რეკომენდაციები სხვადასხვა რისკის შემცველი მანიპულაციების შესაბამისად ინფექციების კონტროლის პრინციპები პანდემიის პირობებში მესამე ალგორითმის  შემუშავების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მანიპულაციების რისკის შეფასება იმ მიზნით, რომ მარეგულირებელმა შეძლოს მათი ეტაპობრივად დაშვება დროის სხვადასხვა ინტერვალით. სამივე ალგორითმი მიზნად ისახავს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების პრიორიტეტულობის განსაზღვრას, სკრინინგს და რისკების შეფასებას. არაა გამყარებული

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის შეზღუდვების მოხსნა მე-4 ეტაპზე იგეგმება

განახლება: ხარვეზი აღმოფხვრილია. დოკუმენტი აღარ დევს სამინისტროს ვებ-გვერდზე —————— 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნა 6 ეტაპად იგეგმება. განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი და ეტაპები.  სტომატოლოგიური მომსახურება განთავსებულია მეოთხე ეტაპზე. იხილეთ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი ბმულზე სრული ინფორმაცია იხილეთ: https://www.moh.gov.ge/ka/740/        

ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები სტომატოლოგიურ კლინიკებში

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სტომატოლოგი აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის შემდეგი საშუალებებით: ერთჯერადი რესპირატორი N95 ან უფრო მაღალი დონის რესპირატორი ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური) ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი თვალების დამცავი საშუალებები (დამცავი სათვალე, სახის ფარი) ბახილები ჩაჩი (სამედიცინო ქუდი) რესპირატორი N95-ის გამოყენება აუცილებელია აეროზოლების რისკის წარმოქმნასთან დაკავშირებული მანიპულაციების წარმოებისას. ამ შემთხვევაში რესპირატორი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე ისე, რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ყველა იმ პანიპულაციის ჩატარება,

პაციენტის და ექიმის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქცია

ჯანდაცვის სამინისტრო ინსტრუქციას ავრცელებს: 🔴 კლინიკაში სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად პაციენტზე საშვს გასცემს სამედიცინო დაწესებულება. ცნობა უნდა დაიწეროს ტიტულოვან ბლანკზე და დამოწმდეს ბეჭდით და ხელმოწერით. ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: – პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი – ვიზიტის დრო და თარიღი და მისამართები (ანუ გადაადგილების მიმართულებები); – გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი) – საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ექიმებისთვის საშვებს ასევე კლინიკა გასცემს. ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე