ანონსები

მალე! ახალი სახელმძღვანელო – რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა. ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XIV ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი

2018 წლის 6-7 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. პროგრამა 6 ივლისი 09:30-10:30 მობილური დენტალური ფოტოგრაფია (MDP) – დენტალური დოკუმენტაციის და კომუნიკაციის ახალი ერა – პროფ. ლუის ჰარდენი, წმ. იოსიფის სახელობის ბეირუთის უნივერსიტეტის ესთეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ლიბანი) 10:30-10:45 Sensodyne Rapid Relief პრეზენტაცია. – ლანდა ლურსმანაშვილი. პაროდონტოლოგი, ქირურგი, „ალბიუსის“ პერიოკლუბის წევრი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საგანმანთლებლო პროგრამის კოორდინატორი, მოწვეული ლექტორი (საქართველო) 10:45-11:45 პაროდონტის ჯანმრთელობის განსაზღვრა: მითი თუ რეალობა? – ანდრეა პილონი, პროფესორი. რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის

მასტერკლასები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XIV ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე

2018 წლის 6-7 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. კონგრესის ფარგლებში რამდენიმე მასტერ კლასი ჩატარდება: — 6 ივლისი მცირე დარბაზი – Orchid & Mimosa 11:00–15:00 ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმარება კბილის სატექნიკო ლაბორატორიის მიერ. Astra Tech Implant სისტემაზე პროთეზირება ნაწილობრივი და სრული ადენტიის დროს, ქირურგიული ნაწილის პრაქტიკული დემონსტრაცია. – ევგენი ანტიუხინი, „Dentsply Sirona Implants“ის წარმომადგენელი მკურნალობის გეგმის შემუშავება გამოკვლევის დამატებითი მეთოდები როგორ შევარჩიოთ იმპლანტი: ვიწრო, პატარა იმპლანტები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები გამოკვლევის მეთოდის შერჩევა პათოლოგიური კერის დიზაინისა და ზომის გათვალისწინებით ქირურგიული პროტოკოლის სპეციფიკა ღრძილის მაფორმირებლის ფართო არჩევანი,