განცხადებები

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ტესტირება ამ ეტაპზე სტომატოლოგებზე არ ვრცელდება

საქართველოში გართულებული ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო, გაძლიერდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები. სამედიცინო პერსონალში ინფექციის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ოქტომბრის N1938 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის № 975 განკარგულებით დამტკიცებულ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესში“. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსზე სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარა ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მთელი სამედიცინო პერსონალი (მ.შ. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი ფიზიკური

2020 წლის 1 აგვისტოს სტომატოლოგთა ასოციაციის ბათუმის რეგიონული კონფერენცია გაიმართება

2020 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია უკვე მეთექვსმეტედ გიწვევთ ქალაქ ბათუმში კონფერენციაზე. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება. საერთაშორისო კონგრესის ნაცვლად, რეგიონული კონფერენცია გაიმართება მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით. პროგრამის გადმოწერა: GSA CONFERENCE 2020 პროგრამა 08:00-09:30 მონაწილეთა რეგისტრაცია, საგამოფენო  სივრცის დათვალიერება 09:30-10:00 კონფერენციის ოფიციალური გახსნა, ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრთა წარდგენა 10:00-10:40 ღრძილის რეცესიასთან დაკავშირებული კბილის ყელის არაკარიესული დეფექტები. ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 10:40-11:00 პაროდონტის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში პაროდონტაქსის ახალი ფორმულის გამოყენების პერსპექტივა. ® მარიამ ქურციკიძე –   სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება 2020 წლის 5 მაისის მთავარ არხზე საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს. სიუჟეტის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რაც სტომატოლოგების პროტესტის მიზეზი გახდა. ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყვება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის სინქრონი. სინამდვილეში, ინტერვიუს დროს ამ საკითხზე გაკეთებული ალხანიშვილის კომენტარი შეეხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და არა საქართველოში არსებულ რეალობას. გასულ სიუჟეტში კონტექსტი სრულად შეცვლილია  და გაშუქებულია ისე, თითქოს აღნიშნული პროტესტი სწორედ საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ვალდებულად მიიჩნევს, გაავრცელოს აღნიშნული განცხადება, რათა მოსახლეობა არ

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის შეზღუდვების მოხსნა მე-4 ეტაპზე იგეგმება

განახლება: ხარვეზი აღმოფხვრილია. დოკუმენტი აღარ დევს სამინისტროს ვებ-გვერდზე —————— 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნა 6 ეტაპად იგეგმება. განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი და ეტაპები.  სტომატოლოგიური მომსახურება განთავსებულია მეოთხე ეტაპზე. იხილეთ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი ბმულზე სრული ინფორმაცია იხილეთ: https://www.moh.gov.ge/ka/740/        

ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები სტომატოლოგიურ კლინიკებში

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სტომატოლოგი აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის შემდეგი საშუალებებით: ერთჯერადი რესპირატორი N95 ან უფრო მაღალი დონის რესპირატორი ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური) ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი თვალების დამცავი საშუალებები (დამცავი სათვალე, სახის ფარი) ბახილები ჩაჩი (სამედიცინო ქუდი) რესპირატორი N95-ის გამოყენება აუცილებელია აეროზოლების რისკის წარმოქმნასთან დაკავშირებული მანიპულაციების წარმოებისას. ამ შემთხვევაში რესპირატორი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე ისე, რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ყველა იმ პანიპულაციის ჩატარება,

პაციენტის და ექიმის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქცია

ჯანდაცვის სამინისტრო ინსტრუქციას ავრცელებს: 🔴 კლინიკაში სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად პაციენტზე საშვს გასცემს სამედიცინო დაწესებულება. ცნობა უნდა დაიწეროს ტიტულოვან ბლანკზე და დამოწმდეს ბეჭდით და ხელმოწერით. ცნობა უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: – პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი – ვიზიტის დრო და თარიღი და მისამართები (ანუ გადაადგილების მიმართულებები); – გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი) – საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ექიმებისთვის საშვებს ასევე კლინიკა გასცემს. ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე

სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელთა საყურადღებოდ!

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: “COVID -2019 ინფექციასთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სარეზიდენტო,  სუბსპეცილობის, სპეციალიზაციის და გადამზადების პროგრამების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლების/დაწესებულებების მიერ ა.წ. 8 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია  პროგრამების განხორციელების თაობაზე. კერძოდ: მიმდინარეობს თუ არა სარეზიდენტო, სუბსპეციალობის, გადამზადებისა და სპეციალიზაციის  პროგრამებით სწავლების პროცესი და რომელ სპეციალობებში; პროგრამებში მზადების განხორციელების შემთხევვაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია, ა. წ. აპრილ-მაისში, რომელ სპეციალობაში, რომელი მოდულის ფარგლებში და რომელ ბაზაზე მიმდინარეობს მზადება. დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საგანგებო

StopCov ფონდში სტომატოლოგების სახელით 10 000 ლარი გადაირიცხა!

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში ე.წ. დახმარების ფონდი შეიქმნა, რომელიც მიზნად ისახავდა StopCov ფონდისთვის თანხების შეგროვებას. როგორც ყოველთვის, სტომატოლოგთა საზოგადოება კვლავინდებურად ერთსულოვანი აღმოჩნდა და გაერთიანდა კეთილი საქმის გარშემო. დღეს, 7 აპრილს, StopCov ფონდში, ქართველო სტომატოლოგების სახელით, 10 000 ლარი გადაირიცხა! დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ბათუმელ კოლეგას, მანანა ჭანტურიას, რომელმაც არა მხოლოდ ინიციატივა გააჟღერა, არამედ ჩართულიც იყო ორგანიზების პროცესში! და განსაკუთრებული მადლობა თითოეულ სტომატოლოგს, რომ მრავალმხრივ რთული პერიოდის მიუხედავად გამონახა რესურსები, შეერთებოდა ინიციატივას!

ანგარიშგების პერიოდი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს  წარუდგინონ 2019 წლის ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია მიღებული აქვთ 2019 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ. ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით, შემდეგი ბმულიდან: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10 ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა. რეგისტრაციის გავლა  my.gov.ge-ზე:  https://www.my.gov.ge/ka-ge/help/null/137 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის  სალიცენზიო პირობების შესახებ ანგარიშგების

სტომატოლოგთა ასოციაციაში დახმარების ფონდი შეიქმნა | COVID-19

ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთევან გოგილაშვილის მიმართვა სტომატოლოგიურ საზოგადოებას: “ჩვენ, სტომატოლოგები, დიდი ძალა ვართ, როდესაც ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო, მით უმეტეს, თუ  ეს იდეა სიკეთეს ემსახურება! ჩვენ გავერთიანდით თქვენთვის და ჩვენთვის, ერთმანეთისთვის, რომ ვთქვათ ხმამაღლა “ჩვენიანებს არ ვტოვებთ ომში”, რომ ჩვენი ერთობის სითბომ კვლავ გვაგრძნობინოს ერთობის ძალა და რომ განსაცდელს კვლავ ვუთხრათ არა! მოვეფეროთ, მოვუაროთ, ჩავიხუტოთ ერთმანეთი! რამდენიმე დღის წინ, ერთმა არაჩვეულებრივმა კოლეგამ, მანანა ჭანტურიამ ძალიან კარგი იდეა შემოგვთავაზა. ჩვენც არ დავაყოვნეთ და ასოციაციის ანგარიშთან გავხსენით სპეციალური ქვეანგარიში. შეგროვილი თანხა ერთ კვირაში StopCov ფონდში