ანონსები

კონფერენცია – ახალი თაობის 3D კომპიუტერული ტომოგრაფია და ცვლილებები კანონში

2023 წლის 7 ოქტომბერს, სასტუმრო “ჰილტონში”, შპს რეილაბი მართავს ღონისძიებას “ახალი თაობის 3D კომპიუტერული ტომოგრაფია და ცვლილებები კანონში”. განსახილველი თემები: – ახალი თაობის 3D კომპიუტერულ ტომოგრაფიული დანადგარები წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში ლიდერი ფრანგული ბრენდი OWANDY რომელსაცგააჩნია ფართო სპექტრის თანამედროვე 3D, პანორამული და ინტრაორალური აპარატურა.– ცვლილებები კანონმდებლობაშიირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდან მოწვეული ექსპერტებიგაგვაცნობენ ბოლოდროინდელ ცვლილებებს კანონმდებლობაში– მაიონებელი გამოსხივების (რადიაციის) ზეგავლენა ჯანმრთელობაზეთემაზე ისაუბრებს, რიჩარდ ლუგარის ცენტრიდან მოწვეული სტუმარი,

პირველად საქართველოში – იოში ტერაუჩი !

2024 წლის 3 მარტს ლეგენდარული იოში ტერაუჩი პირველად ჩამოდის თბილისში და ენდოდონტიაში დიდ UPDATE-ს გპირდებათ. ღონისძიებას მთელი კავკასიის რეგიონის ექიმები დაესწრებიან. სპეციალური შეთავაზება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებს:  10%-ანი ფასდაკლება. პრომოკოდი: gse  პროგრამა ტერაუჩის ენდო დღე: ნაწილი 1 როგორ განვასხვავოთ არაოდონტოგენური ტკივილი: ტკივილის სინდრომის ხასიათის დიფერენცირება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმაში არაოდონტოგენური ტკივილის სინდრომის განმეორებითი მკურნალობის გეგმის სპეციფიკა თანამედროვე ცნებები და მეთოდიკა CBCT-ის ინტერპრეტაციაში უახლესი სამეცნიერო მონაცემები ბაქტერიების ლოკალიზაციის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიოაპკის ფორმირებაზე და იწვევენ აპიკალური პერიოდონტიტის წარმოქმნას. იოში ტერაიუჩის ფესვის არხთა სისტემის განბჟენის ახალი, მინიმალურად ინვაზიური პროგნოზირებადი ტექნიკა არხში “საფეხურის”

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესი

28-29 ივლისს ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-19 საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. წინასწარი პროგრამა ბიოემულაცია: კბილის ქსოვილების ჰისტო-ანატომიური ანალიზი და სხივის გარდატეხის დინამიკა ფრონტალური კბილების რესტავრაციების დროს – ჰავიერ ტაპია, მადრიდი (ესპანეთი) კაბინეტს მიღმა: სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტის ნავიგაცია კანონის კვალდაკვალ – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სწავლის, დაგეგმვისა და შესრულების 3D შესაძლებლობა – ივან პეტროპოლი (ხორვატია) (Durr Dental -ის წარმომადგენელი) აეროზოლი, როგორც ინფექციების გავრცელების ძირითადი გზა სტომატოლოგიაში – მაქსიმ ბედლოვსკი,  Durr Dental-ს პროდუქტის მენეჯერი (გერმანია) ყბა-სახის ქირურგის როლი რთული შემთხვევების დროს დენტალური იმპლანტაციის დაგეგმარებაში და შემდგომი გართულებების მართვის პროცესში

NCDC-ს საქართველოში B და C ჰეპატიტის გავრცელება სტომატოლოგებს შორის და ინფექციების შესახებ ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება

2015 წლის აპრილში საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკას  და მკურნალობას. აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო შესაძლებლობას, ქვეყანაში დაიწყოს შესაბამისი აქტივობები  B ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებითაც. საავადმყოფოსთან ასოცირებული B და C ჰეპატიტების გადაცემა კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სტომატოლოგებს,  აქვთ დაინფიცირების მაღალი რისკი. 2023 წლის აპრილის თვეში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩატარდება B და C ჰეპატიტის გავრცელების, ინფორმირების და დამოკიდებულების კვლევა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მოგმართავთ

ანგარიშგების პერიოდი 2023 | სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელების საყურადღებოდ

კოლეგებო, ახლოვდება ანგარიშგების პერიოდი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წლიური ანგარიშგების პერიოდი დაავადებათა კონტროლის ცენტრში. წყარო:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4509878?publication=0 მისამართი  –  statistics.moh.gov.ge ასევე იხილეთ:  წლიური ანგარიშის შევსების მოკლე სახელმძღვანელო სტომატოლოგიური კლინიკები ავსებენ  – ფორმა 01 დედლაინი: 28 თებერვალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 მარტამდე ყველა კლინიკამ, რომელიც ექცევა რეგულაციის ქვეშ, უნდა წარადგინოს წლიური ანგარიშგება პორტალზე: https://waste.mepa.gov.ge/Login სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ “დანართი 1”

სტომატოლოგიური კლინიკების რეგულირება – ტრენინგები წყალტუბოში I GSA I RADIX

2023 წლის 25 თებერვალს, წყალტუბოში, პარკ ჰოტელ წყალტუბო “მაგნოლია”-ში სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “რადიქსი” რეგიონულ კონფერენციას მართავს. კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://radix.ge/regionuli2023/ კონფერენციის მეორე დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან კოლაბორაციით, ჩატარდება ტრენინგები მენეჯმენტის საკითხებზე – “სტომატოლოგიური კლინიკების რეგულირება – მენეჯმენტის საკითხები, საკანონმდებლო მოთხოვნები და რეკომენდაციები”. ტრენინგს გაუძღვება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი. თემატიკა: მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები; ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“ ნარჩენების მართვის კოდექსი ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანების

საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოების ზამთრის მე -14 საერთაშორისო კონფერენცია

11-13 თებერვალს ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი  ინნ“-ში ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ზამთრის მე -14 საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოწვეული სპიკერები საქართველოდან , გერმანიასა და ბულგარეთიდან. სპიკერებს შორის არიან ქართველი კლინიცისტი სტომატოლოგები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი თავიანთი  საინტერესო კლინიკური ქეისები და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება გამოფენა , სადაც განთავსდება სპონსორების სტენდები. სპონსორები არიან – კომპანია : „გეფა“; „ ავერსი“, „აზადენტ ფარმა“; „ფორესტა დენტი“; „ორალ ქეარი“; „დენტვილი“;“დენტალ აპი“; „ნეოდენტი“;“შტრაუმანი“; „გეა“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან : „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია“; „ჯეო პერიო“; საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადეობა“;

მალე: არნალდო კასტელუჩის “მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია”

2022 წლის 14 მაისს, სამეცნიერო კვლევით ცენტრ რადიქსის ორგანიზებით, ალბიუსის პაროდონტოლოგთა კლუბთან თანამშრობლობით და საქართველოს სტომატოლგოთა ასოციაციის მხარდაჭერით სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება კონფერენცია „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია“, რომელსაც პროფესორი არნალდო კასტელუჩი გაუძღვება. პროფესორ არნალდო კასტელუჩის 40 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება აქვს. „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტიისა“ და „ენდოდონტიის“ წიგნების ავტორია. ასევე აქტიურად თანამშრომლობს დარგის წამყვან სამედიცინო ჟურნალებთან. ლექციაზე „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია“ პროფესორი ისაუბრებს როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მდგომარეობის შეფასების, მკურნალობის დაგეგმვის, მიკროსკოპთან ოპერირების და მკურნალობის ჩატარების ტექნიკურ დეტალებზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://radix.ge/arnaldo-castellucci/

სიახლეები ელექტრონული რეცეპტების და ანტიბიოტიკების გამოწერის შესახებ

პირველი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. მეორე ჯგუფის მედიკამენტები  რეცეპტით გაცემას 2014  წლიდან  ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით. ასევე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით უნდა მოხდეს. ელექტრონული რეცეპტების გამოწერა ხორციელდება პორტალზე: https://eprescription.moh.gov.ge/login.php იხილეთ ინსტრუქცია: შეგახსენებთ, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების დანიშვნის აღრიცხვა ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულოა. იცილეთ ინსტრუქცია და აღრიცხვის ფორმა:   ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი   ასევე იხილეთ თანდართული ფაილი: ელექტრონული რეცეპტი

საქართველოს  სტომატოლოგთა საზოგადოების ზამთრის სემინარი 2022

 საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით  ტარდება სტომატოლოგთა მე-13 ზამთრის კონფერენცია – „ბაკურიანი 2022“-   25-27 თებერვალს, დაბა ბაკურიანში. მასში მონაწილეობას მიიღებს 160 სტომატოლოგი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, კლინიკის ხელმძღვანელები, სტომატოლოგიურ ბაზარაზე არსებული  წამყვანი კომპანიები  და ფარმაცევტული ფირმები. სამეცნიერო ნაწილის მიღმა , გაიხსნება საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსებული იქნება მონაწილე კომპანიების პროდუქცია. სემინარზე სპიკერების რანგში წარსდგებიან საქართველოს წამყვანი კლინიცისტი სტომატოლოგები. სემინარის მასპინძელია   სასტუმრო  ” ბაკურიანი ინნი”. სემინარი ჩაივლის არსებული ყველა რეგულაციის დაცვით. ღონისძიების მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (GSA),  საერთაშორისო სტომატოლოგთა სკოლა, კლინიკა „სმაილ ქეარი“. გამოფენაში მონაწილე კომპანიები და სპონსორები: „PSP“