მალე: არნალდო კასტელუჩის “მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია”

2022 წლის 14 მაისს, სამეცნიერო კვლევით ცენტრ რადიქსის ორგანიზებით, ალბიუსის პაროდონტოლოგთა კლუბთან თანამშრობლობით და საქართველოს სტომატოლგოთა ასოციაციის მხარდაჭერით სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება კონფერენცია „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია“, რომელსაც პროფესორი არნალდო კასტელუჩი გაუძღვება.

პროფესორ არნალდო კასტელუჩის 40 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება აქვს. „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტიისა“ და „ენდოდონტიის“ წიგნების ავტორია. ასევე აქტიურად თანამშრომლობს დარგის წამყვან სამედიცინო ჟურნალებთან.

ლექციაზე „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია“ პროფესორი ისაუბრებს როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მდგომარეობის შეფასების, მკურნალობის დაგეგმვის, მიკროსკოპთან ოპერირების და მკურნალობის ჩატარების ტექნიკურ დეტალებზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://radix.ge/arnaldo-castellucci/