Administrator

About Administrator

This author Administrator has created 15 entries.

რამდენად მავნეა კბილებისთვის ენერგეტიკული სასმელები?

ენერგეტიკული სასმელების რეგულარული გამოყენება სულ უფრო მეტად მკვიდრდება საზოგადეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში. მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ისინი კბილებისთვის. ბოლო წლებში, ენერგეტიკული სასმელები განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენ ახალგაზრდებში. სპორტსმენები თვლიან, რომ გარდა ფიზიკური ეფექტისა, ისინი უფრო „ჯანმრთელია“ კოკა-კოლა და სხვა გაზიან სასმელებთან შედარებით. ამიტომ ხშირად ჩაანაცვლებენ მათ ენერგეტიკული სასმელებით. ფაქტობრივად კი, ასეთი ტიპის სასმელები 3-ჯერ მეტად აზიანებს კბილის მინანქარს, ვიდრე ჩვეულებრივი გაზიანი. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ენერგეტიკულ სასმელს განსაკუთრებით მაღალი მჟავიანობა გააჩნია. მძიმე სამუშაო დღისა და დაძაბული

რომელი სავლები გამოვიყენოთ კბილის ექსტრაქციის შემდეგ?

კბილის ექსტრაქციის შემდეგ პირის ღრუში ჭრილობა რჩება და დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, მისი მოვლა აუცილებელია. ეს პირველ რიგში ანტისეპტიკური სავლების გამოყენებას გულისხმობს. დაუშვებელია ჭრილობის ანუ კბილბუდის გასუფთავება, ნებისმიერი მეთოდით ამოწმენდა. სწორედ სავლების დანიშნულებაა ხელი შეუშალოს ბაქტერიული ნადების გაჩენას და საკვების ნარჩენების დაგროვებას კბილბუდეში. ამოღებული კბილის ადგილას რჩება ღრმული ანუ კბილბუდე, რომელსაც ექიმი ასუფთავებს, აშორებს დაზიანებულ ქსოვილებს და ამოწმებს, ხომ არ არის ფესვის ნარჩენი ჭრილობაში. ბუნებრივად დაწყებულ სისხლდენას ექიმი არ აჩერებს. პირიქით, აუცილებელია კბილბუდე სისხლით შეივსოს. შედედების შემდეგ წარმოქმნილი სისხლის კოლტი მთლიანად

მალე! ახალი სახელმძღვანელო – რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა. ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის

ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის კონგრესი

20-23 ივნისს ამსტერდამში პაროდონტოლოგთა საერთაშორისო კონგრესი Europerio9 ჩატარდა. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა დელეგატებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ კლინიკური ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“ ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილი. Europerio9-ს წელს 10 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მნიშვნელოვან და საინტერესო ლექციებთან ერთად სპეციალისტების განსაკუთრებული ინტერესი პაროდონტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის პრეზენტაციამ გამოიწვია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკასა და საგანმანათლებლო პროგრამებში დაუყოვნებლივ უნდა დაინერგოს. კონგრესის ფარგლებში არაერთი

სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიული განათლების პროგრამა დამტკიცდა

2018 წლის 26 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს სხვადასხვა პროფესიული სტანდარტები, მათ შორის “სტომატოლოგის ასისტენტის” პროფესიული განათლების პროგრამა. საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ დოკუმენტებს საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის დამტკიცებას. სტომატოლოგის ასისტენტის სპეციალიზაციით – პირს შეეძლება კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების, დაზიანებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში დახმარება გაუწიოს თერაპევტ სტომატოლოგს, ორთოპედს, ორთოდონტს, ყბა-სახის ქირურგს, პირის ღრუს ჰიგიენისტს, დამოუკიდებლად განახორციელოს პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების, დანადგარ-მოწყობილობის წმენდა, დეზინფექცია-სტერილიზაცია.

შეხვედრა რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე

2016 წლის 7 ივლისს, საქართველოს მთავრობის #317 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი –სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დამტკიცდა. ტექნიკური რეგლემანტით სამედიცინო საქმიანობაში რადიაციული უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრა და მოთხოვნები ევროკავშირის დირექტივებთან მოვიდა შესაბამისობაში. მოთხოვნები ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592 – ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილებები. აღნიშნული მუხლი მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევას არეგულირებს. ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისიდან. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XIV ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი

2018 წლის 6-7 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. პროგრამა 6 ივლისი 09:30-10:30 მობილური დენტალური ფოტოგრაფია (MDP) – დენტალური დოკუმენტაციის და კომუნიკაციის ახალი ერა – პროფ. ლუის ჰარდენი, წმ. იოსიფის სახელობის ბეირუთის უნივერსიტეტის ესთეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ლიბანი) 10:30-10:45 Sensodyne Rapid Relief პრეზენტაცია. – ლანდა ლურსმანაშვილი. პაროდონტოლოგი, ქირურგი, „ალბიუსის“ პერიოკლუბის წევრი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საგანმანთლებლო პროგრამის კოორდინატორი, მოწვეული ლექტორი (საქართველო) 10:45-11:45 პაროდონტის ჯანმრთელობის განსაზღვრა: მითი თუ რეალობა? – ანდრეა პილონი, პროფესორი. რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის

მასტერკლასები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის XIV ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე

2018 წლის 6-7 ივლისს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-14 საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. კონგრესის ფარგლებში რამდენიმე მასტერ კლასი ჩატარდება: — 6 ივლისი მცირე დარბაზი – Orchid & Mimosa 11:00–15:00 ორთოპედიული მკურნალობის დაგეგმარება კბილის სატექნიკო ლაბორატორიის მიერ. Astra Tech Implant სისტემაზე პროთეზირება ნაწილობრივი და სრული ადენტიის დროს, ქირურგიული ნაწილის პრაქტიკული დემონსტრაცია. – ევგენი ანტიუხინი, „Dentsply Sirona Implants“ის წარმომადგენელი მკურნალობის გეგმის შემუშავება გამოკვლევის დამატებითი მეთოდები როგორ შევარჩიოთ იმპლანტი: ვიწრო, პატარა იმპლანტები, გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები გამოკვლევის მეთოდის შერჩევა პათოლოგიური კერის დიზაინისა და ზომის გათვალისწინებით ქირურგიული პროტოკოლის სპეციფიკა ღრძილის მაფორმირებლის ფართო არჩევანი,